ოთარ მარცვალაძე: ალბანეთი მებრძოლი გუნდია, მაგრამ არაფერს დავუთმობთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე მიიჩნევს, რომ ალბანეთის ნაკრები ბრძოლისუნარიანი გუნდია.

"ალბანეთის ნაკრები ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო. იმავეს დავუპირისპირებთ ჩვენც. გამოვალთ მოედანზე და ვიბრძოლებთ. დანარჩენს თამაში გვანახებს", - განაცხადა ოთარ მარცვალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 29 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.

გულშემატკივრთათვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული