თემურ ქეცბაია: კახა კალაძის შეცვლა ადვილი არ იქნება

AutoSharing Option
"კახა კალაძის შეცვლა ადვილი არ იქნება, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ გარკვეულ ეტაპზე ფეხბურთელები გუნდებს ტოვებენ", - ეს განცხადება თემურ ქეცბაიამ 27 თებერვალს, ჟურნალისტებთან ნაკრების სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებით, საწყენია, რომ ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ეს ნაბიჯი მისი გადასაწყვეტი იყო.

"დამატებით არაფრის თქმა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ პირად ცხოვრებაში წარმატებები ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც კალაძე გუნდისთვის წლების განმავლობაში აკეთებდა",-აღნიშნა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი
ახალი თაობის ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც კალაძის, იაშვილისა ან კობიაშვილის დონის ფეხბურთელებს ჩაანაცვლებენ.

"ეს ფეხბურთია და თაობათა ცვლას გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი ბირთვის შექმნაა. ამ ეტაპზე ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში დაახლოებით 25 ფეხბურთელისგან შემდგარ სტაბილურ გუნდს მივიღებთ", - აცხადებს ქეცბაია.

ამასთან, მწვრთნელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ალბანეთთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი სურათია! მრავლისმეტყველი და ამავე დროს სევდიანიც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოლს და გამარჯვებას ზეიმობენ...
კალაძეს მადლობა, ისევ და ისევ გაწეული შრომისათვის, მართლაც ღირსეული კაპიტანი იყო ჩვენ ნაკრების!
ხიზანაზე კი რა ვთქვა, რახან მწვრთნელმა და გუნდმა ასე გადაწყვიტა, ე.ი. ასე იყო საჭირო... წარმატებები ხიზანას და საქარველოს ნაკრებს!!!
დევიდ აირონს
00:58 28-02-2012
0
არა მგონია ხიზანიშვილმა კაპიტნად ივარგოს რაღაცნაირი რბილი მასტია, ჩვენ ნაკრებს უნდა ცოტა ძარღვიანი კაპიტანი
rezo
23:56 27-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული