გურამ კაშია: ალბანეთთან იოლი შეხვედრა არ გველის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია 27 თებერვალს, ტექნულ ცენტრ "ბასაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიასთან ერთად წარსდგა.

კაშიამ ალბანელებთან მომავალ ამხანაგურ მატჩსა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზე ისაუბრა.

"ბოლო ამხანაგურ მატჩში მოლდოვა დავამარცხეთ, რამაც დადებითი განწყობა შეგვიქმნა. ალბანეთთან იოლი შეხვედრა არ გველის, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, მაგრამ ბრძოლა ყველასთან შეიძლება. შევეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ და ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

წლის დასაწყისში მიღებული ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე, კოჭი
თითქმის აღარ მაწუხებს და სათამაშოდ ასი პროცენტით მზად ვარ", - განაცხადა კაშიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული