საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია: ლევან ყენია დაგვიბრუნდა!

AutoSharing Option
28 თებერვალს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან ამხანაგურ მატჩამდე გენერალური რეპეტიცია ჩაატარა. ნაკრებმა "მიხეილ მესხის" სახლობის სტადიონის ნაცვლად (სადაც 29 თებერვალს, 18:00 სთ-ზე შეხვედრა არის დაგეგმილი) ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ ყველა გამოძახებული მოთამაშე იყო.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე.
მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, გურამ კაშია, გია გრიგალავა, მამუკა კობახიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია.
ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, ირაკლი ძარია.
თავდამსხმელები: დავით თარგამაძე, ალექსანდრე კობახიძე,
ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, ოთარ მარცვალაძე.

Sportall.Geვარჯიშის მთავარი მოვლენა სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებაა. ჩანდა, რომ (განსაკუთრებით "კვადრატში") ყენია ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, მისთვის ჩვეული რბილი გადაცემები უჭირდა, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივიც იყო. რაც მთავარია, უნდა გენახათ, რა გახარებული და მონდომებული ვარჯიშობდა.

ფაქტობრივად, საწვრთნელი პროცესი დახურული იყო, მედია მცირე ხნით დაგვიშვეს და ბაზის დატოვებაც მალე მოგვიხდა. ამდენად, შემადგენლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან "ორკარას" ვეღარ დავაკვირდით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 18 საათზე დაიწყება - დასწრება უფასოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყენია გუნდშია და ვარჯიშობს უკვე, ასათიანი კი უგუნდოდაა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.აი ამაშია განსხვავება...ასათიანმა კიდევ თავის თავს თვითონ ავნო.რუსეთის,თანაც მოსკოვის გარდა თამაში არსად სურდა.. უთამაშებლობას არ ერჩივნა თუნდაც 6 თვე ქართულ კლუბში ეთამაშა. ფორმასაც არ დაკარგავდა და ნაკრებშიც ითამაშებდა.ამას დამატებული ნათამეშებ ასათიანს, თუნდაც საქართველოში ბევრი აიყვანდა, ვიდრე ერთი წლის მანძილზე ინდივიდუალურად მომზადებულს
dato
12:33 29-02-2012
0
რა მოღმა ხალხი ხართ რა ამ საიტზე შემოსვლა აღარ მინდა უკვე სულ მოღმების თავშეყრის ადგილია ყვლეა თემაში და კატეგორიაში!!!
lado
12:08 29-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული