ოთარ მარცვალაძე: ალბანელებს ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ

AutoSharing Option
ოთარ მარცვალაძე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კარგ ხასიათზე გამოცხადდა - "კრასნოდარმა" თურქულ ბელეკში შეკრება სიმფეროპოლის "ტავრიასთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. ნუკრი რევიშვილის, ალექსანდრე ამისულაშვილისა და მარცვალაძის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა, ამ უკანასკნელმა კი გოლი გაიტანა.

"გასული სეზონი ჩემთვის კარგად დაიწყო და მიმაჩნია, რომ "კრასნოდარში" გადასვლაც წინსვლა იყო.

რა თქმა უნდა, აუცილებელია ახალ გუნდთან შეჩვევა, მასთან ერთად შეკრების გავლა, მოთამაშეთა და იქ დამკვიდრებული წესების უკეთ გაცნობა და პატივისცემა. მერე თამაშიც უფრო გიადვილდება.

ადაპტაციაში ალეკო ამისულაშვილი ძალიან დამეხმარა. ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რომ მივედი გუნდში, სადაც
კაპიტანი ქართველი იყო - ეს პატარა ამბავი არ არის.

მერე ნუკრი რევიშვილი დაგვემატა, სამი ქართველი კი უფრო თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს. ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ჩვენს მიმართ კარგად არიან განწყობილნი და შემიძლია ვთქვა, რომ "კრასნოდარს" ძალიან კარგად შევეგუე. ვფიქრობ, რომ ახალ სეზონში თავის გამოჩენის შანსი სამივეს გვექნება.

"კრასნოდარის" მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მძიმე მატჩები გველის, ყველა ტური ფინალის ტოლფასი იქნება, მაგრამ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს", - ამბობს მარცვალაძე.

27 წლის თავდამსხმელი ფიქრობს, რომ მძიმე მატჩი გველის ალბანეთთანაც:

"ეს ნაკრებისთვის აუცილებელი შეხვედრა იქნება. ბევრმა ჩვენიანმა სეზონი უკვე განაახლა და ფორმაში შედის, რუსეთ-უკრაინის კლუბებში მოთამაშეები კი შეკრებებიდან ჩამოვედით. კლუბისა და ნაკრების შეხვედრებს სულ სხვასხვა დატვირთვა აქვს, ჩვენ ეროვნულში სხვაგვარად მონდომებულები ვართ და თუნდაც ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ძალიან გვიხარია.

ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ნორმალური, მებრძოლი გუნდია. მაგრამ ბრძოლა არანაკლებ გვეხერხება. ვფიქრობ, ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ და მოსაგებად ვითამაშოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი ადამიანი და ფეხბურტელი-ოტარ მარცვალადზე,მისი დიდი გულსემატკივარი ვარ, მე მგონი, დგეს გოლს გაიტანს, ან სასწაულად გადააწოდებს და ...გმერტმა დალოცოს ოტარიც და ყველა გირსეული ფეხბურტელი,დიდება ქარტულ ფეხბურტს, დიდებაააა
maia
15:13 29-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული