თემურ ქეცბაია: "მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 100 პროცენტით დაიხარჯნენ. თუმცა შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში. არ ვიცი, ამ მოედანს ვინ აკეთებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი და მისი ტრადიცია
ებრაელები გახარებულები არიან, ფრეს რომ მიაღწიეს, რადგან ეს შედეგი ხელს აძლევდათ. ჩვენ კი დამწუხრებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, საქმე გვჭირდება, რა გახდა ორი მოედნის გაკეთება?! თავის მართლება არ მჩვევია, პასუხისმგებლობასაც არ გავურბივარ, მაგრამ ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში რომ წავლენ, არ იტყვიან, "ყანაში" ვითამაშეთო?! ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა გვსურს, მაგრამ თბილისში იყო პლატინი, სტადიონი მოინახულა და ხომ შეხედავდა, რას ჰგავს მოედანი?!
ყოველთვის ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს, მაგრამ სხვა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. ეს არ არის ფედერაციის ბრალი, საფარს ის არ უვლის... პირდაპირ გეუბნებით, ასეთ მოედანზე საქართველოსა და მალტას შორის განსხვავება არ იქნება. 20 წელი არ გაკეთებულა მოედნები და ჩემი დანიშვნის შემდეგ გაკეთდებოდა?.. რომ მეუბნებით, ორი სახელიანი ფეხბურთელი შესაცვლელიაო, ისიც მითხარით, მათ ნაცვლად ვინ გამოვიძახო? ლაპარაკი ადვილია, ფეხბურთელის მოძებნა კი - საკმაოდ რთული".
მორჩი პრეტენზიებს და ასჭავლე მაგათ სტანდარტულების შესრულება, ტუნდაც აუტიდან ბურთის შემოტანა.
მგონი ამისულაშვილი იყო - რამდენჯერმე "იამკაში ჩაარტყა" და თითქოს სწორ ადგილზე დაეცა.
და საერთოდ 20-ლარად რომ ყიდიან ბილეთებს ეს ჩემისები. ტუალეტები მაინც მოაწესრიგონ. სტადიონი გაავსეთო იხვეწებიან და მაშინ ისიც გამოაცხადონ - შარდის ბუშტები წინასწარ დაცალეთო.
ბავშვი მყავდა სტადიონზე და ტუალეტში ხელში აყვანილი და სახეზე ცხვირსახოცაფარებული შევიყვანე. ნეტა პლატინი თუ ყავდათ იქ შეყვანილი?
ჭიჭიკიასი არ იყოს სტადიონის ტუალეტში ვერ შეხვალ, ხელზე თუ იზამ და ისე შეაგდებ შით...
და ქალების ტუალეტი საერთოდ არ ყოფილა. არადა 10% ქალი იყო გუშინ...
ისე კიბეების ქვეშაც საკმაოდ ბევრმა შეისეირნა... ვერც გაამტყუნებ. ტუელეტი ვერ იპოვეს და აბა მინდორზე ხომ არ გავიდოდნენ...