მართალია, თემურ ქეცბაიას გუნდს გასულ თვეში საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ 21 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეისთვის 95-ე პოზიციაზეა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში ყველა მეტოქეს ჩამორჩა - გადაგვასწრო ფინეთმაც, რომელმაც ხუთი ადგილით ზემოთ აინაცვლა და დღეისთვის 79-ეა.
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა ბინადრებს, ესპანეთმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა, საფრანგეთი მე-16 პოზიციაზე დარჩა, ბელარუსმა კი 69-ედან 68-ე ადგილზე აინაცვლა.
სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა
იმასაც გეტყვით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვისწრებენ რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ლატვია და ლიტვა.
რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო ათეულს, იქაც საკმაო ცვლილებებია. ესპანეთმა, როგორც გითხარით, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, გერმანია და ურუგვაი თითო საფეხურით დაწინაურდნენ, პორტუგალია, ხორვატია და დანია - ორით, თითოადგილიანი უკუსვლა განიცადეს ბრაზილიამ, ინგლისმა და არგენტინამ, ჰოლანდიამ კი ორი ადგილი დათმო. ზეათეულიდან დანიამ იტალია გამოაძევა.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს ოცი საუკეთესო ნაკრების ჩამონათვალი ასეთია:
1. ესპანეთი
2. გერმანია
3. ურუგვაი
4. ჰოლანდია
5. პორტუგალია
6. ბრაზილია
7. ინგლისი
8. ხორვატია
9. დანია
10. არგენტინა
11. რუსეთი
12. იტალია
13. ჩილე
14. საბერძნეთი
15. კოტ დივუარი
16. საფრანგეთი
17. შვედეთი
18. ირლანდია, შვეიცარია
20. მექსიკა
...95 საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"