საქართველოს ნაკრები თურქეთთან ამხანაგურ მატჩში 1:3 დამარცხდა

AutoSharing Option
24 მაისს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

თამაში თურქი ფეხბურთელების მცირე უპირატესობით დაიწყო. უკვე მე-12 წუთზე კი მარცხენა ფრთიდან მათი შეტევა გიორგი ლორიას კარში გასული გოლით დასრულდა. ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით ჰამით ალტინთოფმა ზუსტად დაჰკრა.

ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჯაბა კანკავას მალევე, მე-16 წუთზე, ვლადიმერ დვალიშვილის ჩაწოდების შემდეგ მიეცა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა.

39-ე წუთზე მეტოქემ კვლავ ისარგებლა ჩვენი დაცვის შეცდომით. ფლაგიდან მაღალი ჩაწოდების შემდეგ ბურთი უმეთვალყურეოდ მყოფ ნური შაჰინს
თავით დაუგდეს, ამ უკანასკნელმა კი ლორიას ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა - 2:0.

პირველ ტაიმში თურქებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ და კვლავაც ჩვენი დაცვის არასაიმედო გარჯის გამო. ჩვენ საჯარიმოში შეჭრილი სერკან სარარერის დარტყმის შემდეგ ლორიამ ოსტატობის ხარჯზე კარი მესამე გაშვებული გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და 52-ე წუთზე დავით თარგამაძემ კარგად გათამაშებული კომბინაცია გოლითაც დაასრულა. აქედან ორიოდე წუთში უკვე სანდრო კობახიძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს შემდეგ შეიძლებოდა ანგარიში გათანაბრებულიყო, თუმცა თურქთა კარის დარაჯმა ჯერ ალექსანდრე ამისულაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ლევან მჭედლიძეს ახლო მანძილიდან არ გაატანინა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების აქტიურობას შედეგი აღარ მოჰყოლია. სამაგიეროდ, თურქებმა იხეირეს. თუ შეხვედრის არბიტრმა ბუბა დაუშვილს მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში წესების დარღვევად არ ჩაუთვალა, ორი წუთის შემდეგ იგივე აღარ აპატია და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის გატანაც სელჩუკ ინანმა შეძლო.

მატჩის ბოლო წუთებზე გამოსარჩევი შეცვლაზე შემოსული თორნიკე ოქრიაშვილის საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმა იყო, რომელიც თურქთა მეკარემ ნახტომში მოიგერია.

საბოლოოდ 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ.

ამხანაგური მატჩი. ზალცბურგი, "რედ ბულ არენა".
საქართველო-თურქეთი 0:2
საქართველო: ლორია, ამისულაშვილი, კვირკველია, ლობჟანიძე, კანკავა, თარგამაძე, ხიზანიშვილი, კაშია, გელაშვილი, დვალიშვილი, კობახიძე
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

თურქეთი: გონენი, კორკმაზი, კოიბასი, ტორპაკი, კურტულუსი, შაჰინი, ალტინთოფი, სარარერი, პეკტემეკი, ტორე, თოფალი
მწვრთნელი: აბდულა ავჯი

გოლები: 0:1 ალტინთოფი (12), 0:2 შაჰინი (40), 1:2 თარგამაძე (52), 1:3 ინანი (82, პენ)

გაფრთხილებები: მჭედლიძე 90 - თორპაკი 79

მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)
მკითხველის კომენტარები / 5 /
გთხოვთ- თავი მოიკალით 11-ვემ-
zvigeni
17:08 25-05-2012
0
საქართველო-თურქეთი 0:2 ??????
0

სიახლეები პოპულარული