ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების დაღმასვლა გრძელდება

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას ახალი, ივლისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები კიდევ ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 357 ქულით 97-ე ადგილზე იმყოფება.

პირველობას კვლავ არავის უთმობს ესპანეთის ნაკრები (1691 ქულა), რომელმაც სულ ახლახან ევროპის 2012 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენს სხვა მეტოქეებს რაც შეეხება, საფრანგეთი კვლავ მე-14 პოზიციაზეა, ბელარუსი 8 ადგილი დაქვეითდა და 77-ეა, ფინეთს კი, რომელიც ერთი ადგილით დაწინაურდა, 74-ე პოზიცია უჭირავს.

ევრო 2012-ის შემდეგ რეიტინგის პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა და პირველ რიგში, ტურნირის ვერცხლის პრიზიორი
იტალიის ნაკრების 6 ადგილით დაწინაურება და მე-6 პოზიციაზე ყოფნაა აღსანიშნავი.

4 ადგილით აღზევდა პორტუგალიის ნაკრები და მე-5 ადგილზეა. გერმანია 1 საფეხურით აღზევდა, ინგლისი 2-ით და მათ, შესაბამისად, მე-2 და მე-4 პოზიციები უჭირავთ. აღსანიშნავია ჰოლანდიელთა 4 ადგილით დაქვეითებაც.

ბრაზილიელები კი 6 საფეხურით დაქვეითდნენ და ათეულს მიღმა მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

ფიფას რეიტინგის პირველი ათეული ამგვარად გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. გერმანია
3. ურუგვაი
4. ინგლისი
5. პორტუგალია
6. იტალია
7. არგენტინა
8. ჰოლანდია
9. ხორვატია
10. დანია
მკითხველის კომენტარები / 4 /
მალე პირველ ადგილზე ავალთ თუ ეს ფედერაცია გვეკოლა საერტოდ აგარ გვეყოლება ნაკრები
vasiko basiladze
18:45 04-07-2012
0
ბრაზილია ათეულს მიღმა??? რავიცი-რავიცი... არადა ამ ათეულიდან 7-8 გუნდს უეჭველი წამოიხევს
ჩიკო
17:55 04-07-2012
0

სიახლეები პოპულარული