საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევის წლევანდელ მატჩებს "ეროვნულზე" გამართავს

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელ საშინაო თამაშებს ეროვნულ სტადიონზე ("დინამო არენაზე") გამართავს.

ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას, უეფას და ჩვენი მეტოქე ქვეყნების ფედერაციებს ოფიციალური წერილებით აცნობა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში თემურ ქეცბაიას გუნდი 7 სექტემბერს ბელორუსს უმასპინძლებს, 11 სექტემბერს - ევროპის 2012 წლის ჩემპიონ ესპანეთს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი ევროშესარჩევის დარჩენილ ორ საშინაო მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს:

ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილები 15 აგვისტოს ხორვატიას დაუპირისპირდებიან, 6 სექტემბერს კი - ესტონეთს.

ეროვნული ეროვნულზე ითამაშებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გადაგვახევს ბურთს თავზე ჯგუფში მყოფი ყველა ნაკრები სანამ კუტუები იქნებიან ფეხბურთში და მის გარშემო
dasd
22:32 17-07-2012
0
კალენდარს არაუშავს, ეგებ ავცდეთ ახლაც ბოლო ადგილს...
დევიდ აირონს
15:29 12-07-2012
0

სიახლეები პოპულარული