ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
ნიონში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ რუსთავის "მეტალურგი" პლზენის "ვიქტორიას" ბარიერს დაძლევს, მაშინ მისი მეტოქე მომდევნო ეტაპზე პოლონეთის "რუხისა" და მაკედონიური "მეტალურგის" წყვილში გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ რუსთაველები ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "მიხეილ მესხზე" "ვიქტორიასთან" 1:3 დამარცხდნენ.

რაც შეეხება გორის "დილას", რომელმაც 19 ივლისს დანიაში "ორჰუსი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მეორე ეტაპის გასვლის შემთხვევაში, რაც საკმაოდ რეალურია, ტალინის "ლევადიასა" და ფამაგუსტას "ანორთოსის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები 26 ივლისს ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შესაძლო მეტოქე ცნობილია - "ჟილინა" ან "ჰაპოელი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული