თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძე გამოიძახა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუნდის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 აგვისტოს ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად შეხვდება.

გუნდის შეკრება 13 აგვისტოს დაიწყება: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები თბილისიდან ამ ქვეყნის დედაქალაქ ლუქსემბურგში გაემგზავრებიან, სადაც ლეგიონერები შეუერთდებიან და გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე ნაკრებში გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო თემურ ერთი თხოვნით მოგმართავთ ჯაბა დვალს რატო არ ათამაშებთ დვალიშვილს კლასით ბევრად ჯობია კი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ მარა მასაც ხო უნდა ქონდეს შანსი ყენიასაც მიეცით დრო
giorgi
21:05 01-08-2012
0
ხო თემურ შენ იცი საცოდავი ყენია არ გამოიძახო კაცს სწყუროდა ნაკრებში თამაში და არ ათამაშე ასევე დვალი დვალიშვილს ბევრად ჯობია კი მწვრთნელი ხარ და გადაწყვეტილებას შენ იღებ მარა კაცი დაბერდა და ნაკრებში არ უთამაშია ვაფშე
tijana513
21:01 01-08-2012
0

სიახლეები პოპულარული