ბელარუსის ნაკრების განაცხადი სომხეთისთვის ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები 15 აგვისტოს ერევანს ესტუმრება და სომხეთის ნაკრებს შეხვდება.

ჩვენს მეზობლებთან შეხვედრა სლავური ქვეყნის ნაკრებისთვის 7 სექტემბერს თბილისში დანიშნული ოფიციალური შეხვედრისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა ერევანში გასამგზავრებელთა შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: იური ჟევნოვი ("ზენიტი, რუსეთი), სერგეი ვერემკო ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ალექსანდრ გუტორი (ბატე) ;
მცველები: დმიტრი ვერხოვცევი ("კრილია სოვეტოვი"), ალექსანდრ მარტინოვიჩი ("კრასნოდარი", რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ბატე), ოლეგ ვერეტილო ("დინამო, მინსკი), დენის პოლიაკოვი (ბატე).
ნახევარმცველები: ანტონ პუტილო ("ფრაიბურგი", გერმანია), სერგეი
კისილიაკი ("კრასნოდარი"), იან ტიგორევი ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), ვიტალი ტრუბილო ("სლავია", ჩეხეთი), სტანისლავ დრაგუნი ("დინამო", მინსკი), პაველ ნეხაიჩიკი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), მაქსიმ ჟავრენჩეკი ("ყუბანი", რუსეთი), რენან ბრესანი (ბატე), სერგეი ბელანოვიჩი ("შახტიორი", სოლიგორსკი;), დმიტრი ბადა (ბატე) ;
თავდამსხმელები: სერგეი კორნილენკო ("კრილია სოვეტოვი"), დმიტრი მოზოლევსკი (ბატე), დმიტრი კომაროვსკი ("შახტიორი", სოლიგორსკი).

კონდრატიევის სიაში მოხვდა შვიდი ის მოთამაშე, რომლებმაც ახლახანს ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს (მათი გვარები გაშავებულია).

როგორც ხედავთ, სიაში არ არის ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები, რომელიც კარიერას დროებით ბორისოვოს "ბატეში" აგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული