9 ოქტომბერს ისრაელის ეროვნული გუნდი ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლის მორიგ მატჩში ხორვატებს რამათ განში უმასპინძლებს, ხოლო 12-ში საბერძნეთის ნაკრებს ესტუმრება. რაც შეეხება ბენაიუნს, საუკეთესო ებრაელმა ფეხბურთელმა 22 სექტემბერს "ნიუკასლთან" ინგლისის ქარლინგის თასის შეხვედრაში ტრავმა მიიღო და წესით, შესარჩევ მატჩებში არ უნდა ითამაშოს, მაგრამ ფერნანდესი იმედოვნებს, რომ ნაკრების კაპიტანი მომჯობინებას მოასწრებს.
"იოსი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა თავისი გუნდის
ფერნანდესი იმედოვნებს, რომ სახორვატიოდ თუ არა, ბერძნებთან დაპირისპირებამდე იოსი ბენაიუნი გამოჯანმრთელებას მაინც მოასწრებს.
მწვრთნელმა ამ ჯერზე ნაკრების მიღმა თელ ავივის "ჰაპოელის" ფორვარდი ბენ საჰარი დატოვა და მას ბელგიური "გენკის" შემტევი ელიანივ ბარდა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
აქვე ლუის ფერნანდესის რჩეულთა სრულ სიასაც გთავაზობთ:
მეკარეები: დუდუ ავატი ("მალიორკა", ესპანეთი), ოჰად ლევიტა ("ვალვეიკი", ჰოლანდია), არიელ ჰარუში ("ბეითარი");
მცველები: ტალ ბენ ჰაიმი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), დეკელ კეინანი ("ბლექპული", ინგლისი), იოავ ზივი, დორ მალული (ორივე - "მაკაბი", თელ ავივი), დანი ბონდერი, დედი ბენ დაიანი (ორივე - "ჰაპოელი", თელ ავივი), რამი გერშონი ("კორტრეიკი", ბელგია), ოშრი როაში ("ჰაპოელი", ჰაიფა);
ნახევარმცველები: ტამი კოენი ("ბოლტონი", ინგლისი), ალმონგ კოენი ("ნიურნბერგი", გერმანია), ბირამ კიალი ("სელტიკი", შოტლანდია), ბიბრას ნაჩო ("რუბინი", რუსეთი), ერან ზაჰავი, გილი ვერმუთი (ორივე - "ჰაპოელი", თელ ავივი), ეიალ გოლასა, ლიორ რაფაელოვი (ორივე - "მაკაბი", ჰაიფა), იოსი ბენაიუნი ("ჩელსი", ინგლისი), ამით ბენ შუშანი ("ბეითარი);
თავდამსხმელები: ელიანივ ბარდა ("გენკი", ბელგია), ეთაი შეხტეტი ("ჰაპოელი", თელ ავივი), ელროი კოენი ("ჰაპოელი", კირიათ შმონა), ომერ დამარი ("მაკაბი", ფეთაჰ თიკვა), რობერტო კოლაუტი ("მაკაბი", თელ ავივი).