ფიფას აგვისტოს თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრები კვლავ 97-ე ადგილზეა

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას ახალი, აგვისტოს თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 357 ქულით კვლავ 97-ე ადგილზე იმყოფება.

პირველობას კვლავ არავის უთმობს ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგს 1605 ქულით ლიდერობს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ გუნდში ჩვენი ნაკრების სხვა მეტოქეებს რაც შეეხება, საფრანგეთი ისევ მე-14 პოზიციაზეა, ბელარუსი ერთი ადგილით დაწინაურდა და 76-ე პოზიცია უჭირავს, ფინეთი კი 2 ადგილით დაწინაურდა და 72-ეა.

ზე ათეულში ერთადერთი ცვლილებაა: პირველ სამეულში, ივლისის რეიტინგში მესამეადგილოსანი ურუგვაი ერთი საფეხურით დაწინაურებულმა ინგლისმა ჩაანაცვლა.

1. ესპანეთი
2. გერმანია
3. ინგლისი
4. ურუგვაი
5. პორტუგალია
6. იტალია
7. არგენტინა
8. ჰოლანდია
9. ხორვატია
10. დანია

აღსანიშნავია, რომ რუსეთი 2 ადგილით დაწინაურდა და მე-13 პოზიციაზე ადგილი ბრაზილიას გაუცვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული