საქართველომ ესპანეთ-საფრანგეთის ნაკრებებთან მატჩების ტელეუფლებებში მილიონები დაკარგა

AutoSharing Option
გემახსოვრებათ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მისვლის შემდეგ ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობისგან 18-მილიონლარიანი დავალიანება დახვდა.

სწორედ ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას დღემდე მისი გასტუმრება უწევდა. 14 აგვისტოს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სიჭინავამ განაცხადა, რომ ვალები თითქმის გასტუმრებულია.

"გაგიკვირდებათ და, ფედერაციას ვალი თითქმის აღარ დარჩა: მხოლოდ 350 ათასი ევრო უნდა გადავუხადოთ "ინფრონტს", რომელიც ჩვენი ნაკრების ტელერეპორტაჟების ჩვენების უფლებას ფლობს, 37 500 ევრო კი - "პუმას".

350 ათას ევროს მომავალ წელს გადავიხდით, როდესაც ეს ტელესააგენტო 400 ათასს ჩაგვირიცხავს.

წინა
წლების სამწუხარო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აჯობებს ხანმოკლე კონტრაქტები გავაფორმოთ, რადგან თანხები ყოველწლიურად იცვლება. მე სწორედ ასე ვაკეთებ. ამიტომ გავაფორმეთ ერთწლიანი ხელშეკრულება "სალერთან" და "სოკართან". ამის უფლება რომ გვქონოდა და "ინფონტთან" კონტრაქტი 2013 წლამდე არ ყოფილიყო გაფორმებული, მარტო ესპანეთთან თამაშის ტელერეპორტაჟს 3-4 მილიონ ევროდ გავყიდი
დით.

ახლა კი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სადაც ესპანეთთან ერთად საფრანგეთიც გვესტუმრება, საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებში მხოლოდ 1,7 მილიონ ევროს მივიღებთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ინფრონტთან" კონტრაქტის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ"
, - ამბობს სიჭინავა.

ზვიად სიჭინავა: ვალები თითქმის აღარ დაგვრჩა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე თქვე დალოცვილებო კალენდარს როცა ადგენდნენ მაშინ ვერ გაითვალისწინეთ,რომ ეს თამაშები 2013 წელს დაგეგეგმათ?სცადეთ ისეთი კალენდრის გატანა სადაც ესპანეთთან და საფრანგეთთან საშინაო თამაშები შემდეგ წელს გვექნებოდა და შესაბამისად მეტ თანხას ავიღებდით ტელერეპორტაჟებიდან?
NIKA
16:53 15-08-2012
0

სიახლეები პოპულარული