საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:1 დაამარცხა

AutoSharing Option
15 აგვისტოს ლუქსემბურგსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიში თემურ ქეცბაიას გუნდმა გახსნა. საკუთარი ნაკრები პირველმა ლევან მჭედლიძემ დააწინაურა, რომელმაც მეტოქეთა კარი მე-2 წუთზე აიღო.

მე-14 წუთისთვის კი საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა. არბიტრმა გურამ კაშია გააძევა. ამის მიუხედავად, სტუმრებმა ანგარიშში უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 34-ე წუთზე გოლი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა.

მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ კი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს იყო ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგი და ძალიან მიხარია,ვამაყობ რომ ამ დღეს მოვესწარი,ჩვენ გავიმარჯვეთ.გამოუშვით ეხლა ესპანეთი,სად იმალებით!!!!!!
misha
02:56 16-08-2012
0
მალადეც! აი საღოლ! ესპანეთი "შეშფოთებულია" ალბათ......
ილია
11:03 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული