მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბელარუსთა თავკაცმა საქართველოს ნაკრებიც ახსენა, სადაც თემურ ქეცბაიას გუნდი სომხეთის ნაკრებს შეადარა.
"სომეხი ფეხბურთელები ჩვენებზე უფრო ტექნიკურები არიან, ხოლო ქართველები, რომლებთან მატჩით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ვიწყებთ, კიდევ უფრო ტექნიკურები და ძლიერები არიან.
სომხეთის ნაკრებთან შეხვედრას კარგად გავაანალიზებთ და შევეცდებით, მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ", - თქვა კონდრატიევმა.