მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრიდან იწყებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს.
7 სექტემბერს "ჯვაროსნები" ბელორუსის ნაკრებს უმასპინძლებენ. 11 სექტემბერს კი, თბილისს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები ეწვევა.
გულშემატკივართა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ საგანგებო, ოფიციალურ განცხადებას ბილეთების გაყიდვის, ფასებისა და განრიგის შესახებ.
7 სექტემბრის მატჩის (საქართველო - ბელორუსი) ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 აგვისტოდან, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის სალაროში. ამ მატჩის ბილეთების ფასები იქნება - 5, 10, 15 და 20 ლარი.
პარალელურად, გაყიდვაში გამოვა
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის ბილეთების სრული დატვირთვით გაყიდვა დაიწყება 3-5 სექტემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის სალაროში.
ბილეთების ფასები იქნება - 5, 10, 15 და 20 ლარი. ყველაზე მცირე რაოდენობით იქნება 30 ლარიანი ბილეთები, რომლებიც განკუთვნილია "დინამო არენას" დასავლეთი ტრიბუნის მეორე იარუსის ცენტრალური სექტორისთვის.
ერთ ადამიანს შეეძლება მხოლოდ 6-10 ცალი ბილეთის შეძენა, პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის მეშვეობით.
სფფ-ის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ეს ზომები მიღებულია ე.წ. "გადამყიდველთა" სპეკულაციური საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით. არ იქნება დაშვებული "ჯგუფური" გაყიდვები.
თუ მატჩების გამართვის დღეებამდე ბილეთების სრული რაოდენობა გაყიდული არ იქნება, ამ შემთხვევაში, გაყიდვები დაიწყება "დინამო არენას" სალაროებშიც - მატჩების წინა დღეს და უშუალოდ, მატჩების დღეს, გარკვეულ საათებში.
აქვე გაცნობებთ, რომ არ იქნება სფფ-ის მოძრავი სალაროებიც და ბილეთების შეძენას მხოლოდ სტადიონის სალაროებში შეძლებთ.
გვინდა, თხოვნით მივმართოთ მედიას! ინფორმაცია გაავრცელოთ მაქსიმალური სიზუსტით, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რათა თავიდან ავიცილოთ გულშემატკივრებში ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეზინფორმაციის გავრცელება და შესაბამისად, ჩვენს გულშემატკივარს და მატჩებზე დასწრების მსურველ ნებისმიერ პირს გავუადვილოთ ბილეთების შეძენის პროცედურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სფფ-ის პრესსამსახურს.
სფფ-ის პრესსამსახური