7 და 11 სექტემბერს თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში ბელორუსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების თავკაცს მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ოფიციალურად ჯერ არ გაუცხადებია, თუმცა რამდენიმე ლეგიონერის კლუბმა სფფ-იდან მოთხოვნა უკვე მიიღო.
ცნობილი იყო, რომ მომავალი მატჩებისთვის ნაკრების შეკრებაზე სამშობლოში მოსკოვის "სპარტაკიდან" - ჯანო ანანიძე, "კრასნოდარიდან" - ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი, კიევის "არსენალიდან" - სანდრო კობახიძე, მარიუპოლის "ილიჩივეციდან"
ამ სიას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" გია გრიგალავა და ლვოვის "კარპატიდან" ბუბა დაუშვილიც დაემატა.
ჯერჯერობით უცნობია, უხმობს თუ არა ქვეყნის მთავარ გუნდში თემურ ქეცბაია ლევან ყენიას, რომელმაც თავის ახალ გუნდში, ლვოვის "კარპატიში" პირველი მატჩი ჩაატარა.