საქართველოში სტადიონების რეაბილიტაცია გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო "ფეხბურთის სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში უკვე მეორე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოედნების სრულ რეაბილიტაციას ახდენს.

ამ ეტაპისათვის 9 სტადიონი უკვე დასრულებულ მდგომარეობაშია. პროგრამა კიდევ 4 სტადიონის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ჯამში წლის ბოლოსათვის უმაღლეს ლიგაში მინაწილე 13 გუნდს ექნება ახალი მოედანი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სამტრედიისა და ლანჩხუთის სტადიონებზე მიმდინარე სამუშაოები თავად დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 21 სექტემბრისათვის დასრულდება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული