ჯაბა დვალი: თუ ქეცბაია ისურვებს, სიამოვნებით დავბრუნდები შეკრებაზე

AutoSharing Option
ჯაბა დვალმა თბილისის "დინამოში" მეორე შეხვედრა ჩაატარა და უკვე ოთხი გოლი გაიტანა. ისე შეეწყო გუნდს, თითქოს სხვაგან არსად უთამაშია.

შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი გულშემატკივარი ელოდა: დვალი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს!

პირველად ჯაბას ნაკრებში 2010 წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩებისთვის უხმეს, მაგრამ მაშინ არ უთამაშია. შესაძლოა, ახლაც ასე მოხდეს, რადგან 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დვალი ტრავმირებულია.

"ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ფოთის "კოლხეთთან" ბოლო ტურის შეხვედრაში კუნთი დამეჭიმა.

ბაზაზე დილით ვიყავი და ეს ყველაფერი ქეცბაიას ვუთხარი. მერე კლინიკაში ექიმთან კონსულტაციისთვის
მივედი. მდგომარეობა სერიოზულია და 3-4 დღე ვარჯიში კატეგორიულად ამიკრძალა.

გული მწყდება, რომ მაინცდამაინც იმ დროს დავშავდი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს. მაგრამ, იმედია, მალე მოვმჯობინდები და თუ ნაკრების მწვრთნელი კიდევ მოისურვებს, სიამოვნებით დავბრუნდები შეკრებაზე",
- ამბობს დვალი.

ეს ამბავი კიდევ უფრო საწყენი იმის გათვალისწინებით არის, რომ ბელორუსისა (7 სექტემბერი) და ესპანეთის ნაკრებებთან (11 სექტემბერი) გასამართი შეხვედრებისთვის გამოძახებული კიდევ ერთი თავდამსხმელი მათე ვაწაძეც ვერ ითამაშებს.

ვაწაძეს ნაკრებში ვარჯიშის სურვილი აქვს, მაგრამ ქეცბაიას თქმით, დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

...აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი თბილისის "დინამოს" ჰყავს - გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა დვალი.

ბოლო შეხვედრაში ჯაბამ "კოლხეთის" კარში სამი გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ "მეორე სუნთქვა" გაეხსნა:

"კლუბში ადრე ხუთი წელი ვთამაშობდი, აქედან სამი - ძირითადში. 16 წლის ასაკში მიმიყვანეს და 21 წლისა წამოვედი. მოკლედ, "დინამოს" სკოლა გამოვიარე.

კლუბს და იქ არსებულ გარემოს კარგად ვიცნობ. ამიტომ დაბრუნება და ხელახალი ადაპტაცია არ დამჭირვებია.

"დინამომ" "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით მოიგო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუნდური ფეხბურთის ჩვენება შევძელით. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, გუნდში ახლად ჩარიცხული
ორ შეხვედრაში ოთხ გოლს რომ გაიტან.

მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და შევეცდები, ყველანაირად დავეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში".


დვალი ნაკრებშია, მაგრამ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება
თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე
ჯაბა დვალი ნაკრებშია, მაგრამ....
მკითხველის კომენტარები / 1 /
დვალი შენ მინიმუმ სიტიში უნდა თამაშობდე
dadu23
09:57 05-09-2012
0

სიახლეები პოპულარული