მეტოქე: რეპორტაჟი ბელორუსის ნაკრების პირველი ვარჯიშიდან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ბელორუსთან მატჩით იწყებს, რომელიც 7 სექტემბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეკრება 3 სექტემბერს დაიწყო.

უქმად, რა თქმა უნდა, არც ბელორუსები არიან.

როგორი განწყობით ემზადება ჩვენი მეტოქე თბილისური მატჩისთვის?

საიტმა goals.by-მ გეორგი კონდრატიევის გუნდის შეკრებიდან რეპორტაჟი მოამზადა, რომელიც უინტერესო არც საქართველოს ნაკრების ქომაგისთვის უნდა იყოს.

მას მცირე ცვლილებით გთავაზობთ.

ბელორუსის ნაკრები საქართველოსა და საფრანგეთში გამგზავრების წინ შეიკრიბა
ჩვენ ნაკრების შეკრებაზე პირველ ვარჯიშს დავესწარით,
რომელიც წინ უსწრებდა ქვეყნის მთავარი გუნდის სტარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

Sportall.Ge...მანეჟი კვლავ გამოფენების ორგანიზატორებს დაუთმეს, რის გამოც "ფეხბურთის სასახლის" მისადგომები ავტოტრანსპორტითაა გადაჭედილი. შედეგად, ნაკრების ფეხბურთელები შეკრებაზე ფეხით მოდიან, თავიანთ მანქანებს კი მოშორებით აჩერებენ.

თანაც, ირგვლივ მშენებლობა მიმდინარეობს და იქაურობა ქვიშაში, ხრეშსა და სხვა სამშენებლო მასალებშია ჩაფლული.

ჰორიზონტზე ცხოვრებით კმაყოფილი იან ტიგორევი გამოჩნდა. ამ ნახევარმცველს ხომ ახლახან დებიუტი ჰქონდა "ლოკომოტივში" - სრულად ჩაატარა "სპარტაკთან" მოგებული შეხვედრა.

- კარგი ბიჭი ხარ, იან, ყოჩაღ! - ესალმება ფეხბურთელს გეორგი კონდრატიევი. - მეორე ტაიმში ხომ საერთოდ, დაგლიჯე! მინდოდა შენი მწვრთნელისთვის, ჯერ კიდევ სომხეთთან მატჩის შემდეგ დამერეკა, მაგრამ ხორვატული ენა არ ვიცი.

ტიგორევმა სლავენ ბილიჩზე (მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელი) ხუმრობა ღიმილით მიიღო, შემდეგ კი შეშფოთებული სახით გვერდით არსებულ ავტომობილების საცობზე იკითხა: "აქ რაღა ამბავია?"

- გამოფენაა, - მყისიერად პასუხობს კონდრატიევი. - ჩვენ ხომ მანეჟი გამოფენისთვის აგვიშენეს და არა ფეხბურთისთვის...

* * *
სხვათა შორის, ლეგიონერები ადგილობრივი მოთამაშეებისგან ადვილად მაშინ განირჩევიან, როდესაც მოთამაშეები მინდორზე გასვლას იწყებენ.

უცხო ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშეები მოედნის კიდეებთან ყოვნდებიან, რათა დიდი ხნის უნახავი ნათესავები და მეგობრები მოინახულონ.

- სულ რამდენი კაცი გვყავს? - ჰკითხა ვარჯიშის დაწყებამდე მეკარეთა მწვრთნელმა ანდრეი საცუნკევიჩმა კონდრატიევს.
- 10. 2 შენ, 8 - მე.

Sportall.Ge* * *
- ყველაფერი კარგადაა! - ნაკრებში უცაბედად გამოძახებული სერგეი კისლიაკი იმედიანადაა.

- რაღაც ისე ხდება, რომ "კრასნოდარში" არაფერი გამოგდის...
- ისეთი არაფერი, მუშაობა მჭირდება. საგანგაშო არაფერია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება.

- "კრასნოდარში" ორი ქართველი (ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილი) თამაშობს, რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულნი. მომავალ თამაშებზე მათთან არ გილაპარაკია?
- ვილაპარაკეთ, რომ მალე სანაკრებო დონეზე თამაში გვიწევს. მეტი არაფერი. ამ თემაზე განსაკუთრებული ძიძგილაობა არ გვქონია.

აი, ქიშპობა სომხებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გვქონდა. "კრასნოდარში" კარგი განწყობით დავბრუნდი, ხოლო ჩემი თანაგუნდელი იურა მოვსისიანი - არცთუ მაინცდამაინც. არადა, თამაშამდე ამბობდა, სომხები მოიგებენო.

- შენი თანაგუნდელი ქართველებისგან სადღეგრძელოები მოგისმენია?
- არა, ასეთი რამ არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია. ისე კი, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი მოთამაშეები ჰყავს. ბევრი მათგანი საკმაოდ სერიოზულ კლუბში თამაშობს.

ქართველებს მწვრთნელიც (თემურ ქეცბაია) კარგი ჰყავთ. ის "ანორთოსისთან" "დინამოს" თამაშიდან მახსოვს.

ქართველებთან რთული მატჩი გველის, განსაკუთრებით, სტუმრად. იქ ხომ ფეხბურთი ძალიან უყვართ. ტრიბუნები, ალბათ, გაივსება.

* * *
კონდრატიევის შეგირდებმა პირველი ვარჯიში არსებული კონტინგენტით ჩაატარეს. სულ ცხრანი იყვნენ: ჟევნოვი, გუტორი, მარტინოვიჩი, ტრუბილო, კისლიაკი, პუტილო, შიტოვი, ნეხაიჩიკი და კულჩი.

Sportall.Geვიტალი ტრუბილოს გამოველაპარაკეთ.

- ვიტალი, შენთვის საქართველო რასთან ასოცირდება?
- ღვინოსთან. ვერ ვიტყვი, რომ მისი სმა ძალიან მიყვარს, მაგრამ უძველესი დროიდან ეს პროდუქტი ხარისხთან ასოცირდება.

…კიდევ მთებთან.

ბავშვობაში ქართველებთან ვმეგობრობდი. საერთოდაც, საქართველოს მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს. გამიჭირდება ქართველების მიმართ მტრულად განვეწყო.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე
ინფორმაცია ბელორუსსა და ესპანეთთან მატჩების ბილეთებზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა იყოთ ბიჯო ყველა სტატიას როგორ აკოპირებტ ცოტა დაედიტებულს იპარავენ და ვორლდსპორტიდან და აქ დებენ უხუხუხ ბლ..დ
giioorrggii
19:14 04-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული