განახლებული ინფორმაცია სანაკრებო მატჩების ბილეთების გაყიდვის თაობაზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბელორუსისა და ესპანეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩების ბილეთების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გულშემატკივართა საყურადღებოდ!

დაპირებისამებრ, საქართველოსა და ესპანეთის 11 სექტემბრის მატჩის ბილეთების სრული დატვირთვით გაყიდვა 5 სექტემბერს, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში დილის 10 საათიდან დაიწყება.

ვაკონკრეტებთ, დღეიდან 11 სექტემბრის მატჩის ბილეთების შეძენას საქართველო-ბელორუსის 7 სექტემბრის მატჩის ბილეთებისგან დამოუკიდებლად შეძლებთ.

7 სექტემბერს საქართველოსა და ბელორუსის მატჩის ბილეთების შეძენას ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შეძლებთ.

8, 9, და 10 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის მატჩის ბილეთების
გაყიდვა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. 11 სექტემბერს კი, დარჩენილი ბილეთები უკვე "დინამო არენაზე" გაიყიდება".


სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული