საქართველოს ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 86-ე ადგილზეა

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 86-ე ადგილს იკავებს.

თემურ ქეცბაიას გუნდი წინა თვესთან შედარებით 11 პოზიციით დაწინაურდა.

რაც შეეხებათ ჩვენ მეტოქეებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპზე, ესპანეთი რეიტინგს ლიდერობს, ხოლო ბელორუსი 76-ე ადგილზეა, საფრანგეთს მე-15 პოზიცია უკავია, ფინეთს კი 96-ე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ბელორუსის ნაკრებს თბილისში 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთს 11 სექტემბერს უმასპინძლებს.

რეიტინგის საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

1 (1) ესპანეთი
1617
2 (2) გერმანია
1437
3 (3) ინგლისი
1274
4 (5) პორტუგალია
1232
5 (4) ურუგვაი
1217
6 (6) იტალია
1174
7 (7) არგენტინა
1121
8 (8) ჰოლანდია
1044
9 (9) ხორვატია
1020
10 (10) დანია
1006
11 (12) საბერძნეთი
1001
12 (13) ბრაზილია
996
13 (11) რუსეთი
990
14 (15) ჩილე
984
15 (14) საფრანგეთი
965
16 (16) კოტდივუარი
912
17 (20) ეკვადორი
890
18 (17) შვედეთი
875
19 (19) ჩეხეთი
869
20 (23) შვეიცარია
847
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული