6 სექტემბერს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 სექტემბერს თემურ ქეცბაიას გუნდმა, რომელსაც ფინურ "ინტერში" მოთამაშე ირაკლი სირბილაძეც შეუერთდა, "ბასაზე" კვლავაც დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა.

სამაგიეროდ, 6 სექტემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ღია ვარჯიშს გამართავს. მანამდე კი ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

ამის შემდეგ "დინამო არენა" ბელორუსებს დაეთმობათ, რომლებიც ვარჯიშსაც ჩაატარებენ და პრესკონფერენციასაც.

დღეისთვის ჩვენი ეროვნული გუნდი ბელორუსისა და ესპანეთის დასახვედრად ამ შემადგენლობით
ვარჯიშობს:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დავით კვირკველია (დილა);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა), სანდრო გურული, ზურაბ არზიანი (ორივე - დილა) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერი, ფინეთი).

შეგახსენებთ, ნაკრებში მათე ვაწაძის ნაცვლად გამოძახებული ჯაბა დვალი ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა და მის ნაცვლად ქეცბაიამ გორის "დილას" ნახევარმცველ ზურაბ არზიანს უხმო.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებს მეტი დანაკლისი აღარ აქვს და იმედია, ჩვენს ეროვნულ გუნდს არც ბელორუსთან მატჩის შემდეგ გამოაკლდება ვინმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე
თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული