ბელორუსი ექსპერტები: საქართველოს თუ ვერ მოვუგეთ, ჩვენი საქმე წასულია

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ბელორუსულმა ვებ-გვერდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი მეტოქე ნაკრების შანსების შეფასება ექსპერტებს სთხოვა.

* * *
მაგალითად, სერგეი გურენკო, რომელიც ადრე ფეხბურთელი იყო და ეროვნული ნაკრების მაისური არაერთხელ მოურგია, ამჟამად მწვრთნელად მუშაობს. ამბობს, რომ საქართველოში ბელორუსებს ძალიან რთული მატჩი ელოდებათ.

"არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება. რაც შეეხება პირველ ორ მატჩს, ძალიან რთული შეხვედრა გველოდება საქართველოში. ჯერ ერთი, რომ ეს სასტარტო მატჩია; მეორეც - ქართველები შინ ყოველთვის სახიფათოდ თამაშობენ".

* * *
ბელორუსში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი იური პიშნიკი კი ფიქრობს, რომ მისმა თანამემამულეებმა საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაამარცხონ, თუკი რაიმე ღირებულის მიღწევა სურთ.

"ჯერ სასტარტო მატჩი უნდა ვნახოთ საქართველოს ნაკრებთან. უფრო საფუძვლიან დასკვნებს ამის შემდეგ გავაკეთებ.

ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ კარგი გუნდით. ღმერთის წყალობით, კონდრატიევს ყველაფერი გამოუვა.

საქართველოს თუ არ მოვუგეთ, ჩვენი საქმე წასულია".


მომზადებულია goals.by-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ბელორუსთან დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
გიორგი კონდრატიევი: მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული