საინტერესოა როგორ აფასებენ ბელორუსი ჟურნალისტები თემურ ქეცბაიას გუნდის ფეხბურთელების თამაშს.
თორნიკე ოქრიაშვილზე:
20 წლის მარჯვენა ჰავბეკის თორნიკე ოქრიაშვილის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის და ამჟამად მარიუპოლის "ილიჩივეცში" თამაშობს.
ახალგაზრდა თორნიკემ ნაკრების მაისურით მხოლოდ მე-4 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეროვნული გუნდის ბევრ გამოცდილ ფეხბურთელზე უკეთ გამოიყურება.
მის მიერ გატანილი გოლი ჩვენ კარში რომ არ ყოფილიყო, ამ ეპიზოდის ნახვა რამდენჯერმე მოგინდებოდათ.
ჯანო ანანიძეზე:
ერთი ფეხბურთელის გამოყოფა ალბათ უსამართლო
"ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჯანო საკუთარ ასაკზე ერთ-ორი წლით ახალგაზრდად გამოიყურება.
გიორგი ლორიაზე:
ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელიც თავდაჯერებული იდგა კარში.
გურამ კაშია:
ჰოლანდიური "ვიტესის" ფლანგელი გურამ კაშია ცივსისხლიანად მოქმედებდა დაცვაში და საკუთარი გუნდის შეტევებშიც იღებდა მონაწილეობას.
ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]