იკერ კასილიასი და ჩავი: თბილისში სამი ქულის მოპოვება იოლი არ იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა იკერ კასილიასმა და ჩავი ერნანდესმა საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენცია გამართეს (იხილეთ ფოტოგალერეა).

როგორც ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, საქართველოსთან თამაშისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ძალიან მოტივირებულია (იხილეთ ვიდეო).

"ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. ძალიან საინტერესო თამაში გამოვა.

ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ჩვენ ხვალ სამ ქულას ვგეგმავთ"
, - განაცხადა იკერ კასილიასმა.

მისივე თქმით, ესპანელები საქართველოს ნაკრებში სამ ფეხბურთელს გამოარჩევენ.

"ჩვენ ვნახეთ ქართველების თამაში
და
ლორიას, ანანიძესა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდით", - აღნიშნა ესპანელთა კარის დარაჯმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ფეხბურთელებმა სასტუმრო "რედისონი" დატოვეს და "თბილისი მარიოტში" გაემგზავრნენ.

ჩავის თქმით კი, საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა და მისი გუნდის წევრები ეცდებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ.

"ჩვენი თამაშის სტილი არ შეიცვლება და ვითამაშებთ ისევე, როგორც ვთამაშობდით ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველო სერიოზული მეტოქეა და ჩვენი მოტივაცია ძალიან მაღალია. გარკვეულწილად, დომინანტები ვართ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლომდე დავიხარჯებით"
, - განაცხადა ჩავიმ.

ინტერპრესნიუსი

ასევე იხილეთ:

ესპანეთის ნაკრები თბილისში [ვიდეო და ფოტოგალერეა]
საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული