თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის მზად არის

AutoSharing Option
ესპანეთთან თამაშისთვის საქართველოს ნაკრები მზად არის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 10 სექტემბერს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუნდისთვის ერთადერთი პრობლემა ჯანო ანანიძის ავადმყოფობაა, რომელიც გაციებულია და ორი დღეა ლოგინიდან წამოდგომას ვერ ახერხებს.

ქეცბაიას განმარტებით, ანანიძე თამაშს, ალბათ, პირველივე წუთებიდან ვერ შეძლებს.

ამასთან, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ.

"ესპანეთი დღეს საუკეთესო გუნდია და რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება. ვიცით, რომ
ძნელი თამაში გვექნება, თუმცა ისიც ვიცით, რომ თუ ჩვენ დავდგებით ერთად, ვეცდებით, კარგი შედეგი მივიღოთ. ჩვენთვის მისაღები შედეგი კი არწაგებაა"
, - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, გუნდი ფსიქოლოგიურად სრულიად მზად არის.

"ბიჭებს ვუთხარი, რომ გამოვიდნენ და მოიხსნან ყველა კომპლექსი. რა თქმა უნდა, დასაფასებელი გუნდია ესპანეთი, მაგრამ ზედმეტად დაფასება არც ერთი მეტოქის არ ვარგა.

ესპანეთთან თამაში ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს და თუ ისინი თავს კარგად წარმოაჩენენ, სამომავლოდ უკეთეს
კლუბში შეეძლებათ თამაში", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მანვე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც შეძლებს უმაღლესი დონის ტურნირების ფინალურ ეტაპებზე გასვლას.

ამ წუთებში "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ჯანო ანანიძე.

ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვააა,ესპანელების ნაცვლად მე მეშინია.რა მაგარი განწყობააა,აი ასე თუ განაწყობენ მთელ გუნდსაც,მართლა შეიძლება რაღაცა სასწაულის მოხდენა,ოღონდაც უნდა გაიჭირონ და ეცადნონ იქნებ გამოუვიდეთ სირბილით თამაში,წინააღმდეგ შემთხვევაში ......ბოლოს და ბოლოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები არიან,გვეპატიება,მთავარია გაიქცენ-გამოიქცნენ და სიარული და დგომა დროებით დაივიწყონ.მე ასე ვფიქრობ.
misha
22:25 10-09-2012
0
ამის როჟების კერვამ და ხელების შლამ ხომ შეჭამა ტვინი...ბიჭები რასაც შეძლებენ ითამაშებენ, შენ კი მწვრთნელი არა ხარ ბატონო თემურ!...ქეცბაია
Jigaro
03:13 11-09-2012
0

სიახლეები პოპულარული