მუნდიალი 2014: ჯგუფში მესამეზე ვართ, ოქტომბერი ბევრს გაარკვევს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებმა ორ სასტარტო მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა და სანამ ესპანეთი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით დაეწევა, ჩვენს ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

თუკი დიდიე დეშამის გუნდმა ფინეთში დიდი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვა, "სტად დე ფრანსზე" შედარებით იოლად მოიგო. ბელორუსებმა ბევრი იბრძოლეს, ანგარიშიც შეამცირეს, მაგრამ მატჩი მაინც მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. შედეგად, ორ თამაშში განცდილი ორი მარცხით გიორგი კონდრატიევის გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ნულქულიან ფინეთსა და ბელორუსს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების შანსი ოქტომბერში ექნებათ – ორივე საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს და იმედია, მიზანს ვერც ერთი მათგანი მიაღწევს. 16
ოქტომბერს კი ჯგუფის ცენტრალური მატჩია: ესპანეთი საფრანგეთს უმასპინძლებს და შესაძლოა, ერთპიროვნული ლიდერი სწორედ იქ გამოვლინდეს.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური
საფრანგეთი-ბელრუსი 3:1
გოლები: 1:0 კაპუე (46), 2:0 ჟალე (68), 2:1 პუტილო (72), 3:1 რიბერი (80)

საფრანგეთი: ლორისი, იანგა-მვიბა, ჟალე, სახო, ევრა, კაპუე, მავუბა, კაბაიე (75. მატუიდი), რიბერი (90. მენეზი), ჟირუ (61. ვალბუენა), ბენზემა.

ბელო
რუსი: ვერემკო, მარტინოვიჩი, რადკოვი, ბრესანი (46. კულჩი), კისლიაკი, პუტილო, პოლიაკოვი, ვერხოვცოვი (70. ბალანოვიჩი), ბორდაჩოვი, როდიონოვი (62. კორნილენკო), დრაგუნი.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 2 0 0 4-1 6
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-1 3
4. ფინეთი 1 0 0 1 0-1 0
5. ბელორუსი 2 0 0 2 1-4 0

მომდევნო მატჩები
12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
ბელორუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი
ბელორუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისა და ფინეთი არ ჩამოდის საქართველოში დანარჩენი ყველა ჩამოდის მგონი GFF ზე რო ვნახე კალენდარი ეგრე იყო და მაგიტო ვწერ
nika
13:39 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული