თუკი დიდიე დეშამის გუნდმა ფინეთში დიდი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვა, "სტად დე ფრანსზე" შედარებით იოლად მოიგო. ბელორუსებმა ბევრი იბრძოლეს, ანგარიშიც შეამცირეს, მაგრამ მატჩი მაინც მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. შედეგად, ორ თამაშში განცდილი ორი მარცხით გიორგი კონდრატიევის გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
ნულქულიან ფინეთსა და ბელორუსს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების შანსი ოქტომბერში ექნებათ – ორივე საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს და იმედია, მიზანს ვერც ერთი მათგანი მიაღწევს. 16
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური
საფრანგეთი-ბელორუსი 3:1
გოლები: 1:0 კაპუე (46), 2:0 ჟალე (68), 2:1 პუტილო (72), 3:1 რიბერი (80)
საფრანგეთი: ლორისი, იანგა-მვიბა, ჟალე, სახო, ევრა, კაპუე, მავუბა, კაბაიე (75. მატუიდი), რიბერი (90. მენეზი), ჟირუ (61. ვალბუენა), ბენზემა.
ბელორუსი: ვერემკო, მარტინოვიჩი, რადკოვი, ბრესანი (46. კულჩი), კისლიაკი, პუტილო, პოლიაკოვი, ვერხოვცოვი (70. ბალანოვიჩი), ბორდაჩოვი, როდიონოვი (62. კორნილენკო), დრაგუნი.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 2 0 0 4-1 6
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-1 3
4. ფინეთი 1 0 0 1 0-1 0
5. ბელორუსი 2 0 0 2 1-4 0
მომდევნო მატჩები
12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
ბელორუსი-ესპანეთი
16 ოქტომბერი
ბელორუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"