ბელორუს ფეხბურთელებს ესპანეთის ნაკრების დამარცხებისთვის არნახულ პრემიებს შეპირდნენ

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ 12 ოქტომბერს, მინსკში, ბელორუსის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლის მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს, გუნდის თითოეული ფეხბურთელი პრემიის სახით 10 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

როგორც წესი, ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელები მოგებული თამაშისთვის პრემიას 3 ათასი დოლარის ოდენობით იღებენ.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან თამაში კი ბელორუსებისთვის გამორჩეულია და მოთამაშეებისთვის ფულადი ჯილდო მომავალ მატჩში მიღწეული ფრისთვისაც იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის ოდენობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსმა შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი თბილისში 0:1 დათმო, ესპანელებთან თამაშის შემდეგ კი,
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული