ბელორუსებმა საქართველოსთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა გააცხადეს

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა ესპანეთის და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებისთვის ფეხბურთელთა სია გამოაცხადა.

ბელორუსის ნაკრებში 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: სერგეი ვერემკო (კრილია სოვეტოვი), ალექსანდრ გუტორი (ბატე), ანტონ ამელჩენკო (ტერეკი).
მცველები: მაქსიმ ბორდაჩევი, ეგორ ფილიპენკო, დენის პოლიაკოვი, ალექსანდრ პავლოვი (ყველა - ბატე), დიმიტრი ვერხოვცოვი (კრილია სოვეტოვი), ალექსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი), პაველ პლასკონნი ("დინამო", მინსკი), იგორ შიტოვი ("მორდოვია");
ნახევარმცველები: სერგეი ბალანოვიჩი ("შახტარი"), ალექსანდრ გლები, რენან ბრესანი, ალექსანდრ ვოლოდკო (ბატე), სტანისლავ დრაგუნი, ვიტალი ტრუბილო (ორივე "დინამო", მინსკი), სერგეი კისლიაკი ("კრასნოდარი"), იან ტიგორევი ("ლოკომოტივი"),
ილია ალექსევიჩი ("გომელი"), ანდრეი ჩუხლეი ("ურალი");
თავდამსხმელი: ვიტალი როდიონოვი.

ნაკრებში ასევე გამოძახებული იყო "მინსკის" თავდამსხმელი ლეონიდ კოლევი, მაგრამ ის 7 ოქტომბერს ბელორუსის ჩემპიონატის მატჩში მძიმედ დაშავდა.

საქართველოს ნაკრები ბელორუსთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით შეხვედრას 16 ოქტომბერს მინსკში გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი თბილისში თემურ ქეცბაიას გუნდის გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნულ გუნდს მინსკში ნაკრების ნაცვლად ბატე დაუხვდება?
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული