ფინურ პრესასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ქართველთა მასირებული დაცვის გადალახვა მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელებსაც კი გაუჭირდათ და ეს მისი გუნდისთვისაც რთული იქნება.
პაატელაინენის თქმით, 12 ოქტომბრის მატჩში მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ფინელებს დღეისთვის ერთი დანაკლისი აქვთ - თავდამსხმელი რიკუ რისკი.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზე, ფინეთი კი 0 ქულით მეოთხეზე.
პაატელაინენმა ქართველებთან დაპირისპირებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ლუკაშ ჰრადეცკი (ესბიერგი, დანია),
მცველები: ნიკლას მოისანდერი (აიაქსი, ჰოლანდია), იოონა ტოივიო (იურგორდენი, შვედეთი), იუჰანი ოიალა (იანგ ბოიზი, შვეიცარია), მარკუს ჰალსტი (მალმიო, შვედეთი), კარი არკივუო (ჰეკენი, შვედეთი), იუკა რაიტალა (ჰერენვენი, ჰოლანდია), იერე ურონენი (ჰელსინგბორგი, შვედეთი), პეტრი პასანენი (ორჰუსი, დანია);
ნახევარმცველები: პაულუს არაიუური (კალმარი, შვედეთი), კასპერ ჰიამიალიაინენი (იურგორდენი, შვედეთი), რომან ერიომენკო, ალექსეი ერიომენკო (ორივე - რუბინი, რუსეთი), ტიმ სპარვი (გრონინგენი, ჰოლანდია), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო, იტალია), ტონი კოლეჰმაინენი (ჰიონეფოსი, ნორვეგია), მიკა ოიალა (ინტერი, ფინეთი);
თავდამსხმელები: ტეემუ პუკი (შალკე, გერმანია), ნიაზი კუქი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), მიკა ვიაირინენი (ჰიკ, ფინეთი), ალექსანდერ რინგი (გლადბახი, გერმანია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრები ფინეთში ავარჯიშა - ყველა მწყობრშია
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!