"მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის სტარტი კარგად ავიღეთ. პირველი შეხვედრა მოვიგეთ, შემდეგ გვქონდა ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, რომელიც, ალბათ, კარგად ჩავატარეთ და უბრალოდ, ცოტა არ გაგვიმართლა ბოლო წუთებზე.
ამჟამად ფინეთისთვის ვემზადებით, რომელიც ჩვენთვის პირველი მატჩია სტუმრად. მეტოქის თამაშს ვუყურეთ, ვნახეთ, როგორი გუნდია ფინეთი და მათთან თამაში შეიძლება", - თქვა კაშიამ.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: თავის გამოჩენას მხოლოდ კარგი დაცვით არ ვაპირებთ!