შეგახსენებთ, რომ თბილისურ შეხვედრაში "ჯვაროსნებმა" ბელორუსები ოქრიაშვილის გოლით დაამარცხეს (იხილეთ ვიდეო).
"გუნდში კარგი განწყობაა. ბელორუსთან სათამაშოდ ვემზადებით. მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და მინსკიდან სამი ქულის წაღებას ვაპირებთ.
დასანანია, რომ ფინეთში ვერ მოვიგეთ. 1:0-ს ვიგებდით, ხუთ წუთში მეტოქე ფეხბურთელიც კი გააძევეს, თუმცა ფინელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება და საკმაოდ კარგი გოლი გაგვიტანეს (იხილეთ ვიდეო).
სამწუხაროდ, კვლავ დაწინაურება ვერ მოვახერხეთ. ოთხი ქულა სამ შეხვედრაში - ვერ ვიტყვი,
ბელორუსის ნაკრებთან თუ მოვიგეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვექნება.
მზად ვარ თუ არა, ბელორუსებთან გოლი გავიტანო? რა თქმა უნდა, მზად ვარ ბელორუსებსაც გავუტანო და სხვა გუნდებსაც. კარგი იქნება, თუ 16 ოქტომბერს ამას მოვახერხებ. ერთი გოლი მეყოფა, მეტი არ მინდა..." - იხუმრა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს, ხოლო ტექსტურ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ჩვენს ვებგვერდზე მიადევნოთ.
მომზადებულია footballtop.ru-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები