კახა კალაძე: გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩემი ფულით ჩავატარებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, "Эхо Москва"-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამოსამშვიდობებელ მატჩს საკუთარი ფულით ჩაატარებს.

- თქვენ აპირებთ გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებას და თბილისში ისეთი დონის ვარსკვლავების ჩაყვანას, როგორებიც არიან გატუზო, ინიესტა და მალდინი.
- ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნოემბერში მატჩის ორგანიზებას დავიწყებთ. ყველა ის ფეხბურთელი ჩამოვა, ვისთანაც ერთად ამდენი წლის განმავლობაში მითამაშია.

ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებო
და "მილანში" ყოფნის დროს. ისინი მზად იყვნენ, 13 სექტემბერს ჩამოსულიყვნენ და მზად არიან, ნოემბერში ჩამოვიდნენ.

მთავარია, რომ ამას ხალხი ითხოვს, ქომაგებს ძალიან უნდათ ამ შეხვედრის ხილვა.

- რამდენი დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს ამ მატჩის გამართვა?
- საქართველოს ბიუჯეტი რა შუაშია?

- აბა, ფულს ვინ გადაიხდის?
- ამის შესაძლებლობა მე თვითონ გამაჩნია.

- თქვენ თვითონ გადაიხდით?
- რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ფული არ მჭირდება. მაქვს ამის შესაძლებლობა და სახელმწიფოს ფული არ მჭირდება. თუ საჭირო გახდა, სახელმწიფოს აქეთ დავეხმარები.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფანი ვიყავი კალასი....
davit
18:07 20-10-2012
0
კალაძემ შეცდომა დაუშვა რომ ენერგეტიკის მინისტრობაზე თანხმობა მისცა. რისთვის ჭირდება მას ეს? რა სისულელეა, სად კალაძე და სად ენერგეტიკა ხალხო? კალაძე ნუ გაიხადე თავი დასაცინად. იყავი ვიცე პრემიერი თუ გინდა მაინცდამაინც მთავრობაში ყოფნა, მაგრამ სად ფეხბურთი და სად ენერგეტიკა? ივანიშვილმა ერთი იდიოტური გადაწყვეტილება უკვე მიიღო კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნით.
უძლევი
23:36 16-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული