თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ეროვნულ გუნდთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვულოცავ ბელორუსის ნაკრებს მოგებას. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი გამოვიდა - ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა.

შეხვედრის დაწყებამდე გვეგონა, რომ ქულებს ავიღებდით ამ მატჩში. როცა 0:1-დან იწყებ, ყოველთვის ძნელია. ჩემი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ, რის გამოც
დავისაჯეთ კიდეც.

მარცხის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა კვლავ მესამე ადგილისთვის ბრძოლაა",
- თქვა ქეცბაიამ.

goals.by-ს კორესპონდენტის კითხვაზე, თუ
რატომ შეცვალა ქეცბაიამ თბილისური მატჩის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, "ჯვაროსნების" თავკაცმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ის მატჩი ერთი თვის წინ იყო. თბილისური შეხვედრის გმირები არ გვჭირდება, დღევანდელი მატჩის გმირები გვჭირდებოდა, აქ, მინსკში", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

pressball.by-სთან საუბარში კი ქეცბაიამ აღნიშნა, რომ შესვენების დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ასევე ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზი ახსნა:

"ჯანო საკუთარ კლუბში არ თამაშობს. იმ ფეხბურთელებს ვიყენებთ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ კლუბებში. ანანიძის გამოყენებას მეორე ტაიმში ვაპირებდით".

ასევე იხილეთ:
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს კაცი , რითაა კმაყოფილი ვერ გავიგე, 10 წელი იქნება მალე რაც ეროვნულ ნაკრებშია და არაფერი არ შეუცვლია, როგორც ათამაშებდა ნაკრებს დაცვით ფეხბურთს მასე ათამაშებს, ქართული ფეხბურთი რაც მახსოვს სულ იყო შემტევი, ტექნიკური და ინდივიდუალიდმზე აგებული, ამან რაგაც ახალი ტაქტიკა გამოიმუშავა. თუ სინდისი აქვს უნდა წავიდეს, თუ არა და როგორც ვართ მეორე ხარისხოვანი ისე დავრჩებით, კარგი მწრთვნელი მარტო დისციპლინა არაა!!!!!
NK
19 ოქტომბერი 2012 20:37
0
აუჰ, რა მაგარი პასუხი გაუცია ოქრიაშვილთან დაკავშირებით, ბელორუს ჟურნალისტებს სულ პირდაღებულს დატოვებდა, მე დამრჩა პირი ღია და იმათ რაღა მოუვიდოდათ))))
azazello
17 ოქტომბერი 2012 15:29
0
კალაძე, გეთანხმები. ხიზანას წასვლის დროც დადგა. მასეთ შეცდომას ჩვენს ეზოში მოთამაშე ედიკაც აღარ უშვებს. წადი ზურა, მიხედე მშვენიერ არსებას, სახლში რომ გყავს, თანაც შეიძლება თანამდებობასაც გამოკრა ხელი. უშუალოდ საფეხბურთო მოედნიდან პოლიტიკაში წამსვლელ ფეხბურთელთა სმინისტროს ქმნის ახალი ყოვლისშემძლე.
დემეტრაძე
17 ოქტომბერი 2012 13:43
0
სად არიან გელაშვილი,დვალი,ვაწაძე?????????ვინმემ თუ არ დაარტყა კარში,გოლი როგორ გავა? ...... ............. ..........
kaxny
17 ოქტომბერი 2012 13:15
0
არც ფინეთთან არც ბელორსთან მონდომების ნატამალი არ იყო.... 2 მეტრაში რო უიყვნენ ჩვენები და მოწინააღმდეგე 7 მეტრაში ბურთთან სანამ ჩვენები ტ..კს გაანძრევდნენ და ბურთამდე მიძუნძულდებოდნენ იმათიანები გვასწრებდნენ.. კაით რააა, დავიღალე ქართველების ტანჯვა-საცოდაობის ყურებით... რაზეა ლაპარაკი, სირბილით ვერ დარბოდნენ სხვა რა უნდა თქვა... ოქრიაშვილი გვყავდა 1 ნორმალური... რევიშVილს ვაფშე რა უნდა მეკარე კიარა, მაგას საჰაერო ბუირთი რო გაუშვა იმას ვერ დაიჭერს.... სირცხვილიაააააააა
თფუიიიიიიიიიიი ასქართველოვ
17 ოქტომბერი 2012 11:44
0
მონდომება არა კვატი, დებილებივით დაძუნძლებდნენ, 1 ადგილს ვერ მიათრევდნენ.. თფუიიიიიიიიი სირცხვილო საქართველოვ... ყველანმ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა...
რა მონდომებით - მონდომების ნასახიც არ იგრძნობოდა
17 ოქტომბერი 2012 11:39
0
ხიზანიშვილს დასაქმების მინისტრად დანიშნავენ....ორი ბურთი უკვე გაიტანა ჩვენს კარებში!!!!
კალაძე
17 ოქტომბერი 2012 11:04
0
manuchari,ხიზანიშვილმა ის შეცდომა მეექვსე წუთზე დაუშვა,მთელი თამაში წინ იყო და დამეთანხმე ბელორუსები ესპანელები არ არიან რომ გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალება შეუძლებელი იყოს ჩვენისთანა ნაკრებისთვის.ხიზანას კი ამ 2 თამაშში იმდენი შეცდომა დაუშვა ალბათ საერთოდ რომ არ დაუშვია ნაკრებში,ეს კი ნიშნავს რომ არაა ეს კაცი ფორმაში ამ ეტაპზე და მწვრთნელი თუ ხარ ამას უნდა მიხვდე და არ უნდა ათამაშო.ვინმემ ამიხსენით,რა ლოგიკას ემსახურებოდა ოქრიაშვილის შეცვლა მეორე ტაიმის დასაწყისში,ან დევდარიანის დაყენებას ცენტრფორვარდათ?ან კიდე რატო უნდა გყავდეს ნაკრებში თავდასხმელი რომელსაც 2 თამასში არცერთ წუთს არ ათამაშებ,როცა ამ თამაშებში გოლი გაქვს გასატანი,თავდასხმელის პოზიციაზე კი ნახევარმცველებს აყენებ.საერთოდ მწვრთნელი თუ ხარ,როცა დაახლოებით შენი კლასის გუნდთან რომ მინიმალური ანგარიშით აგებ,მეორე ტაიმი პირველზე ცუდად რატო უნდა იტამაშოს ნაკრებმა?მე რასაც ვუყურებ,ამ გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა,თუ რამე პოზიტიური ხდება შეტევაში,ეს გუნდური თამაშის და ტაქტიკა-სტრატეგიის გამო არ ხდება,ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებით მხოლოდ.ეს გუნდი არაა!
daviti
17 ოქტომბერი 2012 10:59
0
თემურის "ხედვა" არ გააჩნია. საინტერესოა როგორ გამიცნეს ბერძნული კლუბის მესვეურებმა რამოდენიმე თამაშის მერე რომ გაუშვეს.
OT
17 ოქტომბერი 2012 04:56
0
დევდარიანს ათამაშებს ცენტრალური თავდასხმელის პოზიციაზე, როდესაც ვაწაძესა და დვალს არ იძახებს!!!!!!!!რატოოოომ?????????
dato
17 ოქტომბერი 2012 04:34
0

სიახლეები პოპულარული