თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ეროვნულ გუნდთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვულოცავ ბელორუსის ნაკრებს მოგებას. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი გამოვიდა - ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა.

შეხვედრის დაწყებამდე გვეგონა, რომ ქულებს ავიღებდით ამ მატჩში. როცა 0:1-დან იწყებ, ყოველთვის ძნელია. ჩემი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ, რის გამოც
დავისაჯეთ კიდეც.

მარცხის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა კვლავ მესამე ადგილისთვის ბრძოლაა",
- თქვა ქეცბაიამ.

goals.by-ს კორესპონდენტის კითხვაზე, თუ
რატომ შეცვალა ქეცბაიამ თბილისური მატჩის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, "ჯვაროსნების" თავკაცმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ის მატჩი ერთი თვის წინ იყო. თბილისური შეხვედრის გმირები არ გვჭირდება, დღევანდელი მატჩის გმირები გვჭირდებოდა, აქ, მინსკში", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

pressball.by-სთან საუბარში კი ქეცბაიამ აღნიშნა, რომ შესვენების დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ასევე ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზი ახსნა:

"ჯანო საკუთარ კლუბში არ თამაშობს. იმ ფეხბურთელებს ვიყენებთ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ კლუბებში. ანანიძის გამოყენებას მეორე ტაიმში ვაპირებდით".

ასევე იხილეთ:
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს კაცი , რითაა კმაყოფილი ვერ გავიგე, 10 წელი იქნება მალე რაც ეროვნულ ნაკრებშია და არაფერი არ შეუცვლია, როგორც ათამაშებდა ნაკრებს დაცვით ფეხბურთს მასე ათამაშებს, ქართული ფეხბურთი რაც მახსოვს სულ იყო შემტევი, ტექნიკური და ინდივიდუალიდმზე აგებული, ამან რაგაც ახალი ტაქტიკა გამოიმუშავა. თუ სინდისი აქვს უნდა წავიდეს, თუ არა და როგორც ვართ მეორე ხარისხოვანი ისე დავრჩებით, კარგი მწრთვნელი მარტო დისციპლინა არაა!!!!!
0
აუჰ, რა მაგარი პასუხი გაუცია ოქრიაშვილთან დაკავშირებით, ბელორუს ჟურნალისტებს სულ პირდაღებულს დატოვებდა, მე დამრჩა პირი ღია და იმათ რაღა მოუვიდოდათ))))
azazello
15:29 17-10-2012
0

სიახლეები პოპულარული