რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, კვირკველია, დაუშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, ანანიძე, სირაძე
რიგაში ქარიანი ამინდია. ნაწვიმარია.
15–მა წუთმა მშვიდად ჩაიარა. ტემპი საშუალოზე დაბალი და თანაბარია. ინიციატივას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობს.
30–ე წუთზე შეხვედრის პირველი კუთხური ლატვიელებმა ჩააწოდეს, რასაც ზედიზედ კიდევ ორი კუთხური მოჰყვა. საბოლოოდ, მასპინძელთა ზეწოლა განიმუხტა.
32–ე წუთზე მარჯვნიდან საჯარიმოში ჯანო ანანიძე შევიდა და დაბლა დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.
36-ე წუთზე ლაიზენსის შორეული დარტყმა რევიშვილმა წინ მოიგერია, რუდნევსის დამატებული კი მიზანს აცდა.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი.
გუნდების შემადგენლობებში ცვლილებები არ არის.
გავიდა მეორე ტაიმის 15 წუთი. თამაში შედარებით აჩქარდა, თუმცა მწვავე მომენტები არც ერთ კართან არ ყოფილა.
საქართველოს ნაკრებს გოლი არ ჩაუთვალეს - თამაშგარე! მურთაზ დაუშვილის შორეული დარტყმა მეკარემ წინ მოიგერია, დამატებაზე კი მსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა.
70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში დავით კვირკველიას ნაცვლად შევიდა გოგიტა გოგუა.
გოლ! სირაძე! - 74-ე წუთზე დავით სირაძემ უჩა ლობჟანიძის თავური პასით ანგარიში გახსნა.
78-ე წუთი: ჯანო ანანიძეს ლაშა სალუქვაძე ცვლის.
87-ე წუთი: ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა ალექსანდრე კოშკაძე.
მსაჯმა 90 წუთს 3 წუთი დაამატა
91-ე წუთი: ცაუნამ ქართველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
თამაში დამთავრდა.