ლატვია–საქართველო 1:1

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, კვირკველია, დაუშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, ანანიძე, სირაძე

რიგაში ქარიანი ამინდია. ნაწვიმარია.

15–მა წუთმა მშვიდად ჩაიარა. ტემპი საშუალოზე დაბალი და თანაბარია. ინიციატივას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობს.

30–ე წუთზე შეხვედრის პირველი კუთხური ლატვიელებმა ჩააწოდეს, რასაც ზედიზედ კიდევ ორი კუთხური მოჰყვა. საბოლოოდ, მასპინძელთა ზეწოლა განიმუხტა.

32–ე წუთზე მარჯვნიდან საჯარიმოში ჯანო ანანიძე შევიდა და დაბლა დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.

36-ე წუთზე ლაიზენსის შორეული დარტყმა რევიშვილმა წინ მოიგერია, რუდნევსის დამატებული კი მიზანს აცდა.

პირველი ტაიმი
დამთავრდა.

მეორე ტაიმი.

გუნდების შემადგენლობებში ცვლილებები არ არის.

გავიდა მეორე ტაიმის 15 წუთი. თამაში შედარებით აჩქარდა, თუმცა მწვავე მომენტები არც ერთ კართან არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრებს გოლი არ ჩაუთვალეს - თამაშგარე! მურთაზ დაუშვილის შორეული დარტყმა მეკარემ წინ მოიგერია, დამატებაზე კი მსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში  დავით კვირკველიას ნაცვლად შევიდა გოგიტა გოგუა.

გოლ! სირაძე! - 74-ე წუთზე დავით სირაძემ უჩა ლობჟანიძის თავური პასით ანგარიში გახსნა.

78-ე წუთი: ჯანო ანანიძეს ლაშა სალუქვაძე ცვლის.
87-ე წუთი: ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა ალექსანდრე კოშკაძე.

მსაჯმა 90 წუთს 3 წუთი დაამატა

91-ე წუთი: ცაუნამ ქართველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

თამაში დამთავრდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
და ერთსაც ვიტყვი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯგუფიდან ორი გადის! ლატვია, მალტა და ისრაელი ნაკლებად! და მათთან ფრე არ შეიძლება წაუგებელ სერიასთან გაიგივდეს! ხორვატიას ან საბერძნეთს რომელიმე მათგანთან ფრე აქვს ნათამაშები? ყველას მოუგეს! ასე თუ გავაგრძელეთ შეიძლება წაუგებელი სერია ბოლომდე შეგვრჩეს მარა ჯგუფიდან ვერ გავიდეთ! შეიძლება ხორვატიას და საბერძნეთს ვერ მოუგო მაგრამ ჯგუფიდან გახვიდე იმ შემთხვევაში თუ დანარჩენებთან ქულები არ დაკარგე.. სერია A ში ასეთი დევიზია ჩემპიონი ხდება ის ვინც აუდსაიდერებთანაც მოიგებს და არა ის ვინც მარტო ლიდერებს ამარცხებს! ისრაელთან სახლში ფრე ლატვიასთან უაზრო ფრე ვინღა აანაზღაურებს ამას? არ გეგონოთ პეიმისტი მაგრამ სიხარული რომ წაუგებლად ვთამაშობთ უადგილოა მე საქართველოსთვის ჯგუფიდან გავლა უფრო გამიხარდება ვიდრე უბრლოდ კარგი თამაში და ფრეები...
torgva10
22:17 14-10-2010
0
ლატვიასტან ამ თამაშის გამაზვა არ შეიძლებოდაა
elguja javaxishvili
21:57 14-10-2010
0

სიახლეები პოპულარული