სანდრო კობახიძე: ეგვიპტესთან მატჩში ყენია-ანანიძის არყოფნა დაგვეტყო

AutoSharing Option
რას ფიქრობს კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საქართველოს ნაკრებზე, როგორ აფასებს ეგვიპტესთან შეხვედრას, რატომ უჭირს გუნდს შეტევების ორგანიზება და კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება?

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ეგვიპტესთან მატჩზე რას გვეტყვი?
- ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო. პირველ ტაიმში საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და მატჩის შედეგი სწორედ ამან განაპირობა. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეგვიპტეს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მოგება ადვილი არ იყო.

- ეგვიპტელებს რამდენიმე ლიდერი აკლ
დათ...

- მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენც რამდენჯერმე გადავრჩით. ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენც გვაკლდა.

- საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევების განვითარება და კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება, რაც ქართული ფეხბურთის სახე იყო. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- წამყვანი მოთამაშეების ნაწილი არ გვყავდა და ეს ბუნებრივიც იყო. ასე გუნდის ათამაშება ლევან ყენიასა და ჯანო ანანიძეს შეუძლიათ. მათი არყოფნა კი ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისი იყო და ბუნებრივია, ისე ვერ ვითამაშეთ, მაყურებელი რომ ითხოვდა.

- ფინეთში მოგება შეგეძლოთ, მაგრამ 10-კაციანმა მეტოქემ ანგარიში გაგვითანაბრა.
- გეთანხმებით, ფინეთში უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს.

- ბელორუსში რა მოგივიდათ?
- სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და თამაშის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ. ესეც ასაკის ბრალია. ასეთ დროს თამაშის შემოტრიალება გამოცდილ მოთამაშეებს ეხერხებათ.

- შენი აზრით, საქართველოს მე-3 ადგილის დაკავების პოტენციალი გააჩნია?
- ამ მიზნის შესრულება სავსებით რეალური იქნება, ფინეთს სახლში თუ მოვუგებთ.

- ბელორუსთან თუ ფინეთთან უკვე ვითამაშეთ. შენი აზრით, რომელი გუნდია მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი კონკურენტი?
- ორი აზრი არ არის, ბელორუსი ბევრად უფრო ძლიერი გუნდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..
დავით კვირკველია: საქართველოს ნაკრებში მცირე, მაგრამ პროგრესი იგრძნობა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ცუდი თამაში იყო.. ძალიან უსახურად გამოვიყურებოდით..
ამ კაშიას რას ერჩის ქეძბაია ვერ გავიგე კაცი ცენტრალური მცველია და რას დააპროწიალებს.. ხიზანას მაგივრად ამისულას შეუწყვილე რა შე დალოცვილო.. ნუ დატანჯე კაშია ჩვენ და შენი თავიც .. რა უბედურება ესეთი სიჯიუტე
messi001
16:44 16-11-2012
0
ყენიას 10 წუთი ათამაშებს,და ვერ ათამაშა მაგ შეხვედრაში..
bubi
14:45 16-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული