ისრაელი ბერძნულ გოლებს უცქერდა

AutoSharing Option
კაპიტან გეორგიოს კარაგუნისის მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა საბერძნეთის ნაკრებს საშუალება მისცა, საქართველო უკან ჩამოეტოვებინა და ამასთან, ნოემბრამდე ჯგუფის ლიდერობა დაებევებინა.

მატჩი უდავოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა. ყველამ მშვენივრად იცის, თუ რაოდენ დიდი ძალაა ისრაელის ნაკრებისთვის იოსი ბენაიუნი. მისმა მძიმე ტრავმამ გუნდს დაღი დაასვა და ებრაელთა შემტევი პოტენციალი გაანახევრა. ლუის ფერნანდესის გუნდს თავიდანვე ეტყობოდა, რომ საბერძნეთში ფრისთვის იყო ჩასული და ამისთვის ცდაც არ დაუკლია, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.
შეხვედრის დებიუტში ბერძნებს სოტირის ნინისი დაუშავდათ, მაგრამ ამ უსიამოვნო ამბავმა მათ განწყობაზე უარყოფითად ვერ იმოქმედა.
ფერნანდო სანტუშის ხელმძღვანელობით საბერძნეთის ნაკრები დაცვითიდან შემტევი სტილის გუნდად თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა და გუშინდელი მატჩის უდიდესი ნაწილიც ბურთის ფლობასა და მეტოქის ნახევარზე აქტიურობაში გაატარა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელში გახსნეს და უპირატესობა არც ამის შემდეგ დაუთმიათ. შესვენების შემდეგ პუბლიკამ კიდევ უფრო შინაარსიანი ფეხბურთი იხილა. თითქოს ბერძნებს საქმე მშვიდად უნდა მიეყვანათ სასურველ დასარულამდე, მაგრამ სპიროპულოსის ავტოგოლმა მათი გეგმები არია. სანტუშის შეგირდები გონს მომენტალურად მოეგნენ და პირველი გოლის ავტორ სალპინგიდისის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კარაგუნისმა გოლად აქცია. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, სასტარტო ტურში საქართველოსთან ქულების დაკარგვის შემდეგ, საბერძნეთმა მაინც მოახერხა ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსის დამტკიცება.

საბერძნეთი-ისრაელი 2:1

საბერძნეთი:
სიფაკისი – პაპადოპულოსი, ვინტრა, პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი – კარაგუნისი, კაფესი, კაცურანისი, ნინისი (15. ფეტფაციდისი) – სალპინგიდისი (87. მანიატისი), სამარასი (81. მიტროღლუ).

ისრაელი:
ავათი – ქეინანი, ბონდარი, გერშონი – თ. კოენი (70. არლოეი კოენი), რაფაელოვი, ნათხო (63. ვერმოთი), გოლასა, ალმოქ კოენი – კოლაუტი (76. ბარდა), შეხტერი.

გოლები:
1:0 სალპინგიდისი (22), 1:1 სპიროპულოსი (59. ს.კ.), 2:0 კარაგუნისი (63. პენ.)

1. საბერძნეთი 4 2 2 0 4-2 8
2. ხორვატია 3 2 1 0 5-1 7
3. საქართველო 4 1 3 0 2-1 6
4. ისრაელი 4 1 1 2 5-5 4
5. ლატვია 4 1 1 2 3-5 4
6. მალტა 3 0 0 3 1-6 0


შვილი მამას არ ჩამორჩა

ამხანაგური მატჩი

ხორვატია-ნორვეგია 2:1

ხორვატია: პლეტიკოშა – სტრინიჩი, შიმუნიჩი, შილდენფელდი, პრანიჩი (90. პოკრივაცი) – ვუკოიევიჩი (61. დუიმოვიჩი), მოდრიჩი (46. ილიჩევიჩი), მანძუკიჩი, სრნა (88. ბულიატი) – ედუარდო (61. ბილიჩი), კრანჩარი.

ნორვეგია: იარსტეინი – ჰანგელანდი (64. ველერი), დემიდოვი, რუუდი, რიისე – აბდელაუე (59. ჰუსეკლეპი), ჰენრიკსენი, იენსენი (46. გრინდჰეიმი), მოენი (85. რინდაროი) – ბრაატენი (65. კარეუ), პედერსენი.

გოლები: 0:1 აბდელაუე (21), 1:1 მანძუკიჩი (35), 2:1 კრანჩარი (50)

სანამ ზლატკო კრანჩარის მიერ გაწვრთნილი ჩერნოგორიის ნაკრები "უემბლიზე" ინგლისთან ფრისთვის გააფთრებით და წარმატებით იბრძოდა, დაახლოებით იმავე დროს მის ვაჟ ნიკოს ხორვატიის ნაკრების მაისურით გამარჯვების გოლი გაჰქონდა.

როგორც ხედავთ, სლავენ ბილიჩის გუნდმა უტეხი ხასიათი გამოავლინა და ნორვეგიას ამხანაგური თამაში შემოუტრიალა. ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ისრაელთან რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ოფიციალურ მატჩთან შედარებით, არაერთი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული