მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეგვიძლია

AutoSharing Option
18 ნოემბერს სლოვენიაში, პოსტოინას გამოქვაბულში, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

"ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ესპანეთი აშკარა ფავორიტია. სლოვენია სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა, მასპინძლებთან ძალიან გაგვიჭირდება.

ხორვატია ბოლო წლებში არ გამოირჩეოდა, თუმცა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა დონის ნაკრებს უნდა ველოდოთ.

პოლონეთს კარგად ვიცნობთ და ჩეხეთის ნაკრებთან ერთად უშუალო
კონკურენტად მიმაჩნია. ესპანეთი, სლოვენია და მესამე ადგილისთვის მართლაც დიდი ომი მოგვიწევს.

ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ნამდვილად შეგვიძლია და ამისათვის ნაკრების ყოველმა წევრმა ყველაფერი უნდა გაიღოს".


ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013-ის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი ესპანეთი არგუნა
ბესიკ ლიპარტელიანი: ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული