"ბარსელონამ" "ლაიფციგს" 26 წლის ნახევარმცველ დანი ოლმოში 40 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა, რაც საერთო ჯამში დაახლოებით 60 მილიონს შეადგენს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერი მალე განხორციელდება. თავად ოლმოს სხვა კლუბებისგან უკეთესი შეთავაზებები აქვს, მაგრამ მხოლოდ "ბარსელონაში" სურს გადასვლა.
მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.