ქეცბაიას გარჯას ფიფა დადებითად აფასებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ფიფას ოქტომბრის რეიტინგში 14 ადგილით წინ წაიწია და ამჟამად 75 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ერთი ადგილით ქვემოთ ჩაინაცვლა გერმანიამ და მესამეობა ბრაზილიას დაუთმო. პირველ-მეორე ადგილებზე კვლავ მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი და ვიცეჩემპიონი ჰოლანდია იმყოფებიან.

ფიფას რეიტინგის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

1(1). ესპანეთი - 1881
2(2). ჰოლანდია - 1683
3(4). ბრაზილია - 1493
4(3). გერმანია - 1481
5(5). არგენტინა - 1320
6(6). ინგლისი - 1205
7(7). ურუგვაი - 1167
8(8). პორტუგალია - 1123
9(11). ხორვატია - 1086
10(25). რუსეთი -
1061
11(9). ეგვიპტე - 1034
12(12). საბერძნეთი - 1026
13(14). ნორვეგია - 989
14(10). ჩილე - 931
15(19). სლოვენია - 926
16(13). იტალია - 901
17(20). განა - 891
18(27). საფრანგეთი - 888
19(23). კოტ დივუარი - 871
20(16). სლოვაკეთი - 865

საქართველოს ნაკრების მეტოქეთეგან ისრაელის რეიტინგმა 20 ადგილით იკლო და ამჟამად 56 ადგილს იკავებს, 4 ადგილით დაეცა ლატვიის რეიტინგიც, რომელიც 72 პოზიციაზეა, მალტამ კი 18 საფეხურით განიცადა რეგრესი და მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული