ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტპრესკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

გულშემატკივრებმა ლევანს განვლილ საფეხბურთო კარიერაზე, საქართველოს ნაკრებსა და მის მწვრთნელზე, თემურ ქეცბაიაზეც ჰკითხეს.

- შენი აზრით, თემურ ქეცბაიას ხელში ნაკრები თავის მაქსიმუმს აჩვენებს?
- არ მინდა, ჩემი მხრიდან არაკორექტულად გამოვიდეს საუბარი, თუმცა არის იმის საშუალება, რომ ნაკრებმა უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს.

დღევანდელი გადასახედიდან, განსაკუთრებით წინა ხაზში, ეროვნულ ნაკრებს მართლა ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც, მართალია, გრანდებში არ თამაშობენ, მაგრამ თავიანთ გუნდებში ძირითადის ფეხბურთელებად ითვლებიან, არიან წარმატებულები, ახალგაზრდები და პესპექტიულები.

ჩემი აზრით,
ნაკრებს წინა ხაზში პრობლემა აქვს და ეს მწვრთნელის ბრალია თუ სხვა ვინმესი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმის პოტენციალი, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ ფეხბურთელებმა საკუთარი თამაში, არსებობს.

რაც შეეხება დაცვას, ჩვენი უკანა ხაზი ყოველთვის ძლიერი იყო.

- ლევან, ნაკრების მწვრთნელობაზე თუ გიფიქრია და ქეცბაიას მოღვაწეობას როგორ შეაფასებდი?
- ყველა მწვრთნელი იქიდან ფასდება, თუ როგორ შედეგს აღწევს... ახლა თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ქეცბაიას 4-5-წლიანი პროგრამა აქვს, ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მას ყველანაირი შედეგი ეპატიება, მგონი, არ იქნება სწორი.

ეროვნული ნაკრები არის გუნდი, რომელშიც უნდა ითამაშონ ძლიერებმა. ერთი მხრივ, ამ გაახალგაზრდავების პროცესის არ მესმის. გაახალგაზრდავების პროცესი შეიძლება იყოს კლუბში. ეროვნულ ნაკრებში კი თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც არის საუკეთესო, იქნება ის 30 წლის, 35-ის, 18-ის თუ 20-ის, არ აქვს მნიშვნელობა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაია იქნება თუ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი, ყველა ფასდება თავისი შედეგიდან გამომდინარე.

არ მგონია, რომ დღეისთვის ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდში გამოსვლა დადებითად შეფასდეს. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო კომპეტენტური და უფრო ძლიერი სპეციალისტი უკეთეს შედეგს მიაღწევდა, ვიდრე ამ შემთხვევაში ქეცბაია აღწევს.

რაც შეეხება ჩემს მწვრთნელობას, ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან არ ვფიქრობ ამაზე, არ მაქვს სურვილი, რომ მწვრთნელად ვიმუშაო.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ მწვრთნელობა, მაგრამ მე ამაზე ჯერ არ ვფიქრობ და რა მოხდება 4-5 წლის შემდეგ, მართლა ვერ გეტყვით.

იხილეთ ინტერპრესკონფერენცია სრულად
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უფრო კომპეტენტური და ძლიერი სპეციალისტები (როგორც კობი ამბობს) უკვე ყავდა საქართველოს ნაკრებს, და არა ერთი და ორი; და უფრო ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ მაგ დროს, თუმცა რა შედეგიც გვქონდა კარგად გვახსოვს... ამიტომ თუ ვინმე მოუტანს საქართველოს ნაკრებს სერიოზულ წარმატებას ეს იქნება თანამედროვე მეთოდებით მომუშავე მწვრთნელი და ის 17-წლამდელები, რომლებმაც ევროპაზე ახლახან მე-3 ადგილი აიღეს, პლიუს უფრო გამოცდილი ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია და კიდევ 1-2 საუკეთესო ფეხბურთელი ახალგაზრდების პლეადაში. ამ შემადგენლობაში თავდასხმაც ძლიერი გვეყოლება და ყველა სხვა რგოლიც, მთავარია სწორი მუშაობა.
Tornike
00:19 06-02-2013
0
სელექციის სწორად წარმართვაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ნიჭიერი, გამორჩეული მოზარდების და ახალგაზრდების სიმცირეა (ობიეტური და სუბიექტური მიზეზების გამო), მაინც შესაძლებელია საუკეთესოების ამორჩევა. საქრთველოში, პიარით, ნაცნობ-მეგობრობით, მატერიალური დაინტერესებით, ხშირად ხდება ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელოვნურად წარმოჩენა. გადადიან ევროპულ ლიგებში, გულშემატკივრებს უჩნდებათ ილუზია მათ მიმართ, მაგრამ, ისინი არასათანადო მენტალური, ფიზიკური, დისწიპლინური მოუმზადებლობის გამო მალევე ქრებიან და ილუზიავ იმსხვრევა. პატიოსანი, ბრძნული სელექციაა საჭირო!
gali
10:40 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული