აქვე მან გვითხრა, რომ 22 მარტის თამაშს, სავარაუდოდ, 70 ათასი ადამიანი დაესწრება, თუმცა სტუმრებსაც არ მოაკლდებათ მხარდაჭერა - ხუთასზე მეტი ქართველი "სტად დე ფრანსზე" "ჯვაროსნებს" უქომაგებს.
თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე შემდეგი თქვა:
"ძალიან რთული თამაში გველის. ვიცით, რომ ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით.
საფრანგეთის გუნდიდან ცალკე რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა რთულია, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მაღალი დონის ფეხბურთელია ფრანკ რიბერი.
კმაყოფილი ვარ მზადებით, რომელიც
ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანეთმა საფრანგეთთან ქულები დაკარგა, მაგრამ შეიძლება პირიქითაც ითქვას, რომ ქულები მაშინ ფრანგებმა დაკარგეს.
შეკრებაზეა გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და თითოეული მათგანი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს. გასაკვირი არ იქნება, რომ ასეთი დონის გუნდთან დაცვით ტაქტიკას ავირჩევთ ".
გურამ კაშია:
"კარგი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ გუნდი ემზადება მაქსიმუმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს.
არ იქნება ურიგო, თუ ფრეს მივაღწევთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: საქართველოს დამარცხება სერიოზული განაცხადი იქნება საფრანგეთისთვის