ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან (1:3) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაია ქართველი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

თავდაპირველად კონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარი მწრთნელის საუბრით დაიწყო.

"ძალიან ძნელი თამაში იყო. ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება პირველ ტაიმს, სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით.

- წაგებაზე ჩამოსვლით ხართ კმაყოფილი?
- ვინ თქვა, რომ წაგებით ვარ კმაყოფილი. მე ვარ კმაყოფილი ბიჭების მონდომებით. თქვნ ალბათ კარგად არ გესმით და არ გინდათ გაიგოთ.

- გუშინ
ვკითხე დიდიე დეშამს გადადგებოდა თუ არა. თქვენ გადადგებით ახლა?


ამ კითხვაზე ქეცბაიამ გაიცინა, რასაც ჟურნალისტის შემდეგი კითხვა მოჰყვა.

- სასაცილოა ახლა თქვენი მდგომარეობა?
- სასაცილო არ არის, მაგრამ თქვენნაირი ჟურნალისტი რომ გვყავს, მაგიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია.

ბევრჯერ ჩამოვსულვართ საფრანგეთში და მოგვიგია ან კიდევ ბევრ გუნდს მოუგია საფრანგეთში?

VideoSportall.Ge
თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან


მომზადებულია რუსთავი-2ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
მკითხველის კომენტარები / 44 /
ქეცბაია რა ჟილკითაც თამაშობდა,იმის მეოთხედით რომ ითამაშონ ბიჭებმა,მსოფლიოზე 100 პროცენტით მოვხვდებით.მწვრთნელად კი ვერაფერს ვერ აკეთებს და ვერც გააკეთებს,სანამ საკუტარი თავის პატივისცემას არ ასწავლის ფეხბურთელებს.
damrtkmeli
19:18 01-04-2013
0
- საშუალო კლასის ფეხბურთელები (ეს კიდევ ხმაურიანათ ნათქვამია)
- და ალბათ ~ $300,000 ხელფასი (რომელსაც ჭორებში "0" უწერენ ბოლოში)

ამას რომ გაითვალისჭინებ - ქეცბაიას ალბათ უკვე აგარ მოედავები.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული